სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პანდემიის მიუხედავად, სკოლის დღის წესრიგში არის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების გაძლიერება“-დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი
10-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსური დავალებების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პირისპირ სწავლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ვითარება ზედმიწევნითი რეგულაციების დაცვით. ეპიდვითარებაზე მშობელთა და მოსწავლეთა განწყობა არაა სახარბიელო, მაგრამ ჩვენ - პედაგოგიური კოლექტივი და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემო ერთად ვქმნით დადებით მზაობას ყველანაირ გაუთვალისწინებელ მდგომარეობაზე.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- პროექტი - „ახალი სკოლის მოდელი“ უკვე მესამე წელია, წარმატებით ხორციელდება. პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად დიდი ინტერესით და აქტიურობით ახორციელებენ კომპლექსური დავალებების დანერგვას. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი დღის წესრიგია, საგანთა კათედრები ყოველთვის აქტიურად მსჯელობენ ამგვარ დავალებებზე, ქოუჩებთან ერთად ცდილობენ მათ უფრო მეტად დახვეწას, რათა გავაძლიეროთ მოსწავლეთა ინტერესი, ჩართულობა და მიღწევები ამ მიმართულებით. დავალებების ამგვარი მეთოდი მშობლებსაც აქვთ გააზრებული, მათ დაურიგდათ კომპლექსური დავალებების ბარათები, რათა უკეთ გაცნობოდნენ დავალების არსს, სამიზნე ცნებებს და მისაღწევ შედეგებს. ამით ჩვენ გავზარდეთ მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, გავაცანით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი  სისახლეები და გამოწვევები, რადგან მშობლები ჩვენი სასკოლო ცხოვრების აქტიური მონაწილენი არიან! სწორედ, რომ სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, ჩვენი სკოლის დღის წესრიგში არის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების გაძლიერება, კერძოდ დირექციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გააზრება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო აქტივობა. ყოველივე ეს ხორციელდება მკაცრი რეგულაციების  დაცვით.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- მართალია, საპროგრამო მასალის ათვისება არსებული ეპიდვითრებიდან გამომდინარე ადვილი ნამდვილად  არ არის, მაგრამ ჩვენთან სასწავლო პროცესი ხორციელდება დასწრებითი სწავლების მოდელით და, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე არ ვსაჭიროებთ სწავლის დღედ შაბათის გამოყენებას.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პედაგოგთა და პერსონალის 98 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია! რაც შეეხება მშობლების ვაქცინაციის პროცესს, ის ნებაყოფლობითია, თუმცა ჩვენ მუდამ ვზრუნავთ სხვადასხვა აქტივობებით გავზარდოთ მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე შეიმჩნევა მათი ზრდადი დინამიური ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება