სიახლეები


„Izrune.ge ზოგადი განათლებისთვის აუცილებელია“ - თბილისის N149 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა კეკელია
04-11-2021
-
+


Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდამ ცდილობს, რომ ერთგულ და გამორჩეულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა თითოეულმა მათგანმა ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება მიიღოს. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის ხელმძღვანელები izrune.ge-ს მხარდამხარ, საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულის მაგალითი თბილისის N149 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა კეკელიაა, რომელიც მომავალი თაობის განათლებაზე უკვე ოცდაათი წელია რაც აქტიურად ზრუნავს.

მზრუნველი პედაგოგის, ნანა კეკელიას თქმით izrune.ge არის პროექტი, რომელიც მოსწავლეების ზოგად განათლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მუდამ ფიქრობს. მისივე თქმით, იზრუნეს ტესტებს შვილებთან ერთად მშობლებიც აქტიურად აკეთებენ, რაც ნამდვილად არის იმის მანიშნებელი თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია izrune.ge. პედაგოგი როგორც მოსწავლეებს, ისე მშობლებს აქტიურად ურჩევს იზრუნელები გახდნენ.

- ქალბატონო ნანა, რამდენად მოსწონთ თქვენს მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტები?

- აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ izrune.ge როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს ძალიან მოსწონთ. თავად მშობლები მეუბნებოდნენ იმდენი ახალი რამ გავიგეთ ტესტების საშუალებით, რომ ჩვენთვისაც ძალიან კარგი იყოვო. მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს დიდი მონდომებით ელიან. ჩემი მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან izrune.ge-ს სხვადასხვა პროექტებში ჩართულები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი მშობლების დამსახურებაცაა, რადგან შვილებს ძალიან უწყობენ ხელს, რათა ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გაიღრმავონ.

 - მაშინ როდესაც ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა და სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ასეთ დროს რა როლის აქვს არაფორმალური განათლების ისეთ პროექტს, როგორიც არის izrune.ge?  

- ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე izrune.ge მოსწავლეების ზოგადი განათლებისთვის აუცილებელი პროექტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პედაგოგები მოსწავლეებთან ახლა შეზღუდულები ვართ და ძალიან მცირე დროით გვიწევს მათთან კონტაქტი. izrune.ge ზრუნავს, რომ ესა თუ ის დანაკლისი ბავშვებს აუნაზღაუროს და დამატებითი ცოდნა თუ გამოცდილება მისცეს. მოგეხსენებათ, საკლასო ოთახში გატარებული ოცდაათი წუთი და მით უმეტეს ონლაინ სწავლების ოცი წუთი არ არის საკმარისი პედაგოგისთვის, რათა ბავშვთან ურთიერთობისთვის გეყოს. ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მასწავლებლები შეზღუდულები ვართ.

- ურჩევდით სხვა მოსწავლეებსაც izrune.ge-ს ტესტებში საკუთარი ცოდნისა და თავის გამოცდას?

- მე ყოველთვის izrune.ge-ს აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და ვარ. ჩემი მოსწავლეები, რომლებიც ახლა უკვე მეშვიდე კლასში არიან იმ პერიოდიდან მოყოლებული ვიცი ამ პროექტის შესახებ. რა თქმა უნდა ვურჩევდი ბავშვებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ izrune.ge-ს ტესტებში, რათა საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ.

- ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ რა როლი აქვს იზრუნეს მოსწავლის ზოგადი განათლებისთვის?

- მე როგორც პედაგოგს მიმაჩნია, რომ ზოგადი განათლების მხრივ იზრუნე ნამდვილად საჭირო მოვლენაა. ბავშვები იზრუნეს გამო ყოველ ხუთშაბათს მართლაც დიდი ხალისით ელოდებიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ექსტერნის გამოცდის ვადები XII კლასელებისთვის - ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის 

3 საათში საჯარო სკოლებში 10 000-ზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა - სტატისტიკა

როგორ გადაამოწმოთ სასურველ სკოლაში დაარეგისტრირეთ თუ არა პირველკლასელი - დეტალური ინფორმაცია

სკოლებში სერტიფიცირებული დირექტორების რაოდენობა ცნობილია - სამინისტროს სტრატეგიის პროექტი

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
სკოლის მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებაში
 

„მადლობა - ძნელია, ამ ერთ სიტყვაში ჩატიო ყველაფერი, რაც გინდა რომ თქვა. არადა რამდენი რამეა სათქმელი....“

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება
 
საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

სიახლეები
საზოგადოება