TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო 1 ნოემბრიდან ონლაინ-ტრენინგებს იწყებს
21-10-2021
-
+


რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს გრძელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, ეს არის სწავლა სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება, სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება და სასკოლო კულტურის განვითარება.

რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დანერგვის პროცესში სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობა ახალი ტიპის რესურსზე დაიწყო. აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეოგზამკვლევების მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვა. ვიდეოგზამკვლევების იქმნება ყველა საგანში და მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის ყველა კლასს. (გზამკვლევებიზე წვდომის მისაღებად, გამოიყენეთ აღნიშნული ბმული: https://www.youtube.com) სამინისტრო უკუკავშირს ელოდება სკოლებიდან, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი თემების მომზადებისას. info.nsm@mes.gov.ge

დრაივის ონლაინ საქაღალდე საგნობრივი მიმართულებით: https://emis188-my.sharepoint.com/

იმისათვის, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად და სასკოლო საზოგადოების წევრებზე ორიენტირებულად წარიმართოს, ყველა სკოლასთან მიმაგრებულიები არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც დანერგვის პროცესში სკოლის საჭიროებებს იკვლევენ და აცნობენ სამინისტროს. (ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველა რაიონში კოორდინატორების მიერ შექმნილია თიმსისა და ფეისბუქის სამუშაო ჯგუფები, მათი დახმარებით სკოლებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და გამოკვეთონ საჭიროებები, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ესგ-ს დანერგვის პროცესში).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება