სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს
05-10-2021
-
+


მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს. 

„ბედნიერები ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ახალ ფურცელს შლის და იწყებს მეორე საუნივერსიტეტო წელს, პირველი ნაბიჯებით, პატარა თუ დიდი გამოწვევებით და ბრწყინვალე წარმატებებით სავსე წლის შემდეგ. 

პოსტში წერია, რომ KIU-ს ფილოსოფია „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკით და გამოცდილებით, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას რეგიონში. 
„ახლა KIU ელოდება სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას, რომლებიც სწავლას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში შეუდგებიან. ჩვენ ვამაყობთ რომ გვაქვს ასეთი ძლიერი პარტნიორობა!“ - ნათქვამია TUMint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TUM International GmbH (TUMint) არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია და ერთმანეთთან ინტეგრირებული მეცნიერებისა და ინდუსტრიული კლასტერების განვითარების, კოორდინაციისა და მართვის წამყვანი მიმწოდებელი. TUMint ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ტალანტების მართვის პროგრამების მეშვეობით ერთად კრებს საერთაშორისო პარტნიორებს კვლევის, პოლიტიკისა და ინდუსტრიის სფეროებიდან. TUMint ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო ეკოსისტემა. 
TUMint ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კამპუსის, სტრატეგიის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. TUMint-ის საქართველოზე მომუშავე გუნდი საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიურ-ინდუსტრიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უზრუნველყოფს პარტნიორობის დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება