სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

დედამ შვილი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოაგდო - ბავშვი გამვლელებმა დაიჭირეს
15-07-2021
-
+


სამხრეთ აფრიკაში, დედამ შვილი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოაგდო, რათა მისი სიცოცხლე შეენარჩუნებინა. როგორ BBC წერს, შემთხვევა ქალაქ დურბანში მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებს ცეცხლი სავარაუდოდ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა წაუკიდეს, რომელიც საცხოვრებელ სართულებამდე გავრცელდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა დედამ ბავშვი შენობიდან გადმოაგდო. ის ქუჩაში შეკრებილმა გამვლელებმა დაიჭირეს. შემთხვევის შედეგად მოზარდი არ დაზიანებულა. დაახლოებით 20 წუთში კი ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მივიდა, რომლებმაც შენობიდან დედის გამოყვანაც მოახერხეს. ქალი და მისი შვილი უსაფრთხოდ არიან.

იხილეთ ვიდეო

სამხრეთ აფრიკაში არეულობა ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 15-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საკონსტიტუციო სასამართლომ ზუმა დამნაშავედ ცნო მოსამართლის ბრძანების დარღვევაში. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში მისვლას ითხოვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.

შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით დემონსტრანტი კი დაკავებულია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება