სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„უფლება არ მაქვს დავიღალო და დავნებდე“ -ნინო გოცაძე, როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუს სტუმარი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნინო გოცაძეა.

- წარმატება არის. . . 

-  საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად რეალიზება, დასახული მიზნებისკენ განუწყვეტელი სწრაფვა, საკუთარი საქმის სიამოვნებით კეთება. 

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- რამდენი შრომა ჭირდება ადამიანს სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- ადამიანი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებდა სკოლას და მოსწავლეებს, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაგვეკავებინა სასკოლო საზოგადოებაში და  საუკეთესოები ვყოფილიყავით.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- ძალიან მიყვარდა კითხვა და არასდროს მყოფნიდა დრო მეტი კლასგარეშე ლიტერატურისთვის. 

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- არა ერთი: „სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი“, „ეფექტური სწავლება სკოლაში“,    პატრიარქის  „ეპისტოლენი“, ივ. ჯავახიშვილის „ეკონომიკური ისტორია“. 

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- გავაანალიზო არსებული და მოსალოდნელი ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები, დავსახო სამომავლო წლიური გეგმები, მოვაწესრიგო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის, მაქსიმალურად მოვიკრიბო ძალები.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- მე იმხელა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მაკისრია მომავალი თაობების წინაშე, რომ უფლება არ მაქვს დავიღალო და დავნებდე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება