სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს
08-06-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს. კლუბის ლიდერი XIა კლასის მოსწავლე ანი ხურცილავაა.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისი დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა, ასოცირებული პრიფესორის, მაკა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის ღია სივრცეში ღონისძიება ჩაატარეს.

„სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე:

1. „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა - საზოგადოების პასუხისმგებლობა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის!“
2. „წყალსატევების დაჭუჭყიანება და მათზე ანთროპოგენური ევტროფიკაციის გავლენა“;
3. „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“.

ღონისძიების მეორე ნაწილში კი აწსუ-ს ღია სივრცეში სტუდენტებმა და ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა  (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნატალია მანდარია, ეკო-კლუბის ლიდერი XIა კლასის მოსწავლე ანი ხურცილავა) ერთობლივად დარგეს ხეები და კიდევ უფრო დაამშვენეს უნივერსიტეტის ეზო. პარალელურად ბატონ რამაზ კილაძის მიერ ჩატარდა მასტერკლასი მცენარეთა გასხვლა-ვარჯის ფორმირების შესახებ.

მადლობა დღევანდელი დღის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება