სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, რომ ცხოვრების ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებთ და გაართმევთ თავს!“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 21 მოსწავლისთვის დაირეკა
24-05-2021
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში 2021 წლის ბოლო ზარი 21 მოსწავლისთვის მოკრძალებულად დაირეკა. სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა სიყვარულითა და თბილი სიტყვებით გააცილეს კურსდამთავრებულები და წარმატებული, ბედნიერი ცხოვრება უსურვეს.

„ერთდროულად ამაღელვებელი და ბედნიერი დღე იყო ჩვენი მე-12 კლასელებისა და მასწავლებლებისთვის 20 მაისი.  მოსწავლეებმა აპლოდისმენტებით, დირექციამ, დამრიგებელმა, პირველმა მასწავლებელმა, კი სიყვარულით სავსე სიტყვებით გააცილეს ცხოვრების ახალ ეტაპზე შემდგარნი. 

„ადამიანზე გამძლეა თიხა, მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა“ - ჩვენო მე-12 კლასელებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისათვის, ამ მნიშვნელოვან დღეს. გულისამაჩუყებელი იყო, სკოლის ზღურბლს იქით ცრემლიანი თვალებით მომზირალი მშობლების ნახვა; ვულოცავთ მათაც!
 
გვჯერა, თითოეული თქვენგანის წარმატებისა; გვჯერა, რომ ცხოვრების ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებთ და გაართმევთ თავს!  

თქვენ ტოვებთ აქაურობას, 2021 წლის კურსდამთავრებულებო და იმ სამყაროში შედიხართ, სადაც საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავადვე იქნებით!  რაც წინ მოგელით, წარმტაცი მოგზაურობა იქნება!  თქვენთვის თქვენივე სკოლა დღეს წარსული ხდება, რომლის კედლებიც თითქოს ჩურჩულით გაცილებთ: „მარად გახსოვდე!“ აქ ჩაეყარა საფუძველი თქვენს მომავალსაც! 
გილოცავთ, გვინდა, იყოთ იმაზე ბედნიერები, ვიდრე იყავით აქ! 

ჩვენ გვჯერა თქვენი! 

დიდი სიყვარულით ნიგვზიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები“, - წერია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება