სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ“ - დილიკაურის საჯარო სკოლის დირექტორი მეთორმეტეკლასელებს გამოემშვიდობა
21-05-2021
-
+


„მჯერა, ქვეყნის ღირსეული შვილები და ღირსეული ადამიანები იქნებით“ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის დირექტორი, თეა ბერიძე სკოლის კურსდამთავრებულებს ამაღელვებელი სიტყვებით გამოემშვიდობა და მათ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება უსურვა.

„ჩემო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღეს თქვენთვის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა! ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი, ემოციებით სავსე და გამორჩეულია. 

გამორჩეულია ჩემთვისაც, რადგან თქვენ ხართ პირველი თაობა, რომელსაც გზას ვულოცავ დირექტორის პოზიციიდან. გილოცავთ სკოლის დასრულებას! გისურვებთ სიკეთით სავსე მომავალს, ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში!  წარმატებებსა და წინსვლას, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული  არასოდეს დაგეკარგოთ, თქვენი ადგილი გეპოვოთ ცხოვრებაში და ყოველი პრობლემის მიუხედავად, ადამიანობა შეგენარჩუნებინოთ.

არასოდეს შეუშინდეთ დაბრკოლებებს, არასდროს დანებდეთ.  იყავით ყოველთვის ღიმილიანები და ყოველთვის წინ, წინ იარეთ, დასახული მიზნისაკენ და დამიჯერეთ ყველაფერი გამოგივათ.

ვიცი და მესმის თქვენი,რომ „ბოლო ზარი“  სხვანაირი  წარმოგედგინათ, მაგრამ ნუ დაგწყდებათ გული, რადგან  პანდემიით გამოწვეულმა  რეკომენდაციების და შეზღუდვების გათვალისწინებამ ხელი შეგიშალათ, ამ სურვილის  განხორცილებაში.
მიყვარხართ და მეიმედებით, მე მჯერა თქვენი, რომ  ჩვენი ქვეყნის  ღირსეული შვილები და ღირსეული ადამიანები იქნებით!
უფალმა დაგლოცოთ და მფარველობა არ მოგაკლოთ!“ - ვკითხულობთ დირექტორის მისალოც ტექსტში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება