სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარწმუნებული ვარ, მომავალში თქვენ გლობალური მოქალაქეები იქნებით“ - დილიკაურის საჯარო სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს ემშვიდობება
21-05-2021
-
+


„ყოველ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ, გამოიჩინეთ სრული თავდადება, მიზანდასახულობა და შემართება“ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნაილი ოდიკაძე სადამრიგებლო კლასს სკოლის დამთავრებას ულოცავს.  

„ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, რომელიც წყალსადენის შემკეთებელა და ჩაქუჩს ეხება. ამ ამბის მიხედვით, ხელოსანმა კლიენტს, მილის ჩაქუჩით შეკეთებაში 50 ფუნტი მოსთხოვა, როცა კლიენტმა სამუშაოს ფასი გაიკვირვა, ოსტატმა უფრო დეტალურად აუხსნა:
მილის ჩაქუჩით შეკეთების საფასური 5 ფუნტი, იმ ცოდნის საფასური, თუ ზუსტად რა ადგილას უნდა შევაკეთო მილი - 45 ფუნტი.

დამთავრდა ცხოვრების მეორე ეტაპი - 12 წელი. ძალიან მალე თქვენ მოგიწევთ დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება. 

ყოველ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ, გამოიჩინეთ სრული თავდადება, მიზანდასახულობა და შემართება. მუდმივად გქონდეთ ლტოლვა მიზნის მიღწევისაკენ და განვითარებისაკენ, ყოველთვის იყავით ინციატივიანები; ყოველთვის გქონდეთ პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა; იცხოვრეთ იუმორის გრძნობით, არ დაგავიწყდეთ შინაგანი კონტროლი, რწმენა, რომ მიზნის მიღწევა თქვენზეა დამოკიდებული და არა სხვაზე.

ბოლოს მინდა გისურვოთ: დიდი ენერგია, ჯანმრთელობა და ემოციური სტაბილურობა; შემოქმედობითობა და სიახლეების დანერგვის უნარი, მაღალი ინტელექტი და გონებრივი შესაძლებლობები, ხედვა და შთაგონების უნარი.  ეე ვხედავ თქვენ პოტენციალს, საკმარის ენერგიას და ენთუზიამზს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში თქვენ გლობალური მოქალაქეები იქნებით ისეთი, რომელიც აუცილებელია დღევანდელი მსოფლიოსათვის“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება