სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწორად შერჩეული პროფესია არის გარანტი დადებითი ემოციებით ცხოვრებისა“- ლარისა მელაძე, თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი
12-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge  თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძის მოსაზრებას გთავაზობთ.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ჩემი აზრით, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდის ქულასთან ერთად სკოლის საშუალო ნიშნის, მასწავლებელთა რეკომენდაციებისა და კლასგარეშე მუშაობაში ჩართვის გათვალისწინება კიდევ უფრო აამაღლებს სკოლის ავტორიტეტს საზოგადოებაში. ასეთი მიდგომები გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და უბიძგებს მათ მაღალი პასუხისმგებლობით დაეუფლონ ყველა საგანს.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი მომავალი პროფესიის არჩევისას არჩევანი გააკეთონ არა ე.წ პრესტიჟულ პროფესიაზე, არამედ იმ პროფესიაზე, რომელიც მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე იქნება მორგებული. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული პროფესია მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას აქცევს სასიამოვნო და შემოქმედებით პროცესად. შესაბამისად სწორად შერჩეული პროფესია არის გარანტი დადებითი ემოციებით ცხოვრებისა.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ჩემი აზრით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების აზრები და განწყობილებები გასათვალისწინებელია, რადგან შერჩეული სახელმძღვანელოების მომხმარებლები  საზოგადოების წევრთათვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან,მაშასადამე , სრულიად ბუნებრივია, მათ შევთავაზოთ ის პროდუქტი, რომელიც მათ მოთხოვნილებებსა და გემოვნებასთან თანხვედრაშია.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მივესალმები ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, ასე დავზოგავთ იმ ხარჯებს, რომლებიც მატერიალური ჟურნალის საწარმოებლად იყო საჭირო, ამასთან, ელექტრონულმა ჟურნალმა მასწავლებელთა საქმიანობა გახადა უფრო მარტივი,აღარ არსებობს ჟურნალის წარმოებისას დაშვებული შეცდომა მასწავლებლისთვის აღარ არის სტრესული, რადგან შესაძლებელია მაშინვე დავარედაქტიროთ შეტანილი შედეგები. ასევე მშობელთათვის ელექტრონული ჟურნალი გახდა ადვილად ხელმისაწვდომი, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაეცნონ თავიანთი შვილების აკადემიურ შედეგებს.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- მე მჯერა ყოველი ჩემი კოლეგის შესაძლებლობების, მთავარია, გვახსოვდეს, რომ საქმისადმი სიყვარულით განმსჭვალული გულით ყოველგვარ გამოწვევას ვაქცევთ დროებით უსიამოვნებად. რთული პერიოდი აუცილებლად გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ დაბა ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ვენიკო ხურციძე.

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება