სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რაც გულით უნდათ ის აირჩიონ აბიტურიენტებმა და მოდას არ აყვნენ“ - მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე
08-04-2021
-
+



როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რას ურჩევენ აბიტურიენტებს და როგორ გაამხნევებდნენ კოლეგებს - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძის მოსაზრებებს გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ამ საკითხზე ასე გადაჭრით რამის თქმა ძნელია, რადგან ძალიან რთული თემაა და ბევრ მუშაობას საჭიროებს. სკოლის ნიშნებიც უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს არ არის საკმარისი. გამოცდები სავალდებულო უნდა იყოს, რადგან მოსწავლე ემზადება, ცოდნას მობილიზებას უწევს. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- რაც გულით უნდათ ის აირჩიონ აბიტურიენტებმა, მოდას არ აყვნენ, პროფესია უნდა გიყვარდეს და იყო პროფესიონალი. პროფესიაში მთელი შენი ნიჭი, ერთგულება, ცოდნა და გამოცდილება უნდა ჩადო. გამოცდებამდე პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ, იმეცადინონ და ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ეს ინიციატივა კარგია, მაგრამ რთული იქნება მომავალ წელს რომ დაინერგოს, რადგან სოფლებში გვაქვს ინტერნეტის პრობლემა. თუ ეს აღმოიფხვრება მაშინ კარგი იქნება. წელს მოგვიწია დისტანციური სწავლებისას ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, ვისაც დახმარება სჭირდებოდა ვეხმარებოდით და ამის გამოცდილება გვაქვს. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- უნდა ვიყოთ ფხიზლად, ყველა რეკომენდაცია, რეგულაცია და წესი დავიცვათ. იმედი არ დავკარგო, მოვახდინოთ მობილიზაცია და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება