სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ შვილების მშობლებიც და მეგობრებიც“ - თბილისის N152 სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი
02-04-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ გურაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .  

- რამდენად საჭიროა პასუხისმგებლობა, თანადგომა, სიყვარული და მოფრთხილება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ზრუნვა ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- ყველა  პრობლემა დაძლევადია ერმანეთის გვერდით დგომით; გვასწავლა თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და ჩამოგვიყალიბა დისტანციური მუშაობის უნარ-ჩვევები.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- ურთულესი წელი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს ისტორიაში. ახალი გამოწვევებისა და სიახლეებთან ადაპტირების წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- როდესაც ვხედავ მოსწავლეების, სკოლისა და პროფესიის უდიდეს სიყვარულს, ურთიერთთანადგომას, სიახლეების მიღების მზაობას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .  

- მოსწავლეებისგან არ მიკვირს არაფერი, რადგანაც ეს გზა ყველამ გავიარეთ.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- მეტი დრო გაატარონ საკუთარ შვილებთან; იყვნენ მათი მშობლებიც და მეგობრებიც; ეხმარებოდნენ რთულ სიტუაციებში; მასწავლებლებთან ჰქონდეთ ხშირი კომუნიკაცია, რადგანაც ბავშვზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება პედაგოგს, სასწავლო პროცესი მოარგოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- როგორ დავეხმარო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მშობლების ყურადღება, სითბო და სიყვარული აკლიათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება