სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება ცოდნა, უნარი, სწორი ხედვა, ჯანსაღი ურთიერთობა, სითბო და სიყვარული“ - მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე
02-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას გვანიჭებს ცოდნა, რა სჭირდებათ მომავალ თაობებს, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი - ამ საკითხებზე etaloni.ge ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის - ვერა ოდიკაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებასა და განვითარებაზეა მორგებული ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი უსაზღვრო სიყვარული მათდამი მავალდებულებს ვიფიქრო მათზე, ვიზრუნო მათზე, აღმოვაჩინო მათი შესაძლებლობები და ვიზრუნო მათ რეალიზებაზე. მინდა სკოლაში ყველასთვის იყოს კომფორტული გარემო და თითოეულის მიზანი იყოს სკოლის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვა.

- ცოდნა გვანიჭებს...
- თავისუფლებას, თავისუფლება ძალაშია, როგორც ფრენსის ბეკონი ამბობდა, „ცოდნა ძალაა“ და მინდა, რომ ეს ძალა ჰქონდეს ყველა ჩემს მოსწავლეს, რათა მათ მთელი ცხოვრება განვლონ საინტერესოდ და შემოქმედებითად.

- მომავალ თაობას სჭირდება...
- სათანადო ცოდნა, უნარი, სწორი ხედვა, ჯანსაღი ურთიერთობა, სითბო, სიყვარული, რაც საშუალებას მისცემს მათ მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ვცდილობდი, მესწავლა კარგად, წამეკითხა ბევრი წიგნი, განვვითარებულიყავი ბევრი მიმართულებით, აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ვზრუნავდი სხვებზე, მახარებდა სკოლის წარმატება და ვცდილობდი, ჩემი წვლილი შემეტანა სკოლის პოპულარიზაციაში.

- დირექტორობა მეხმარება...
- სწორ თვითშეფასებასა და შესაძლებლობების რეალიზებაში, პროფესიულ განვითარებაში, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების დანახვასა და განხორციელებაში, თანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, წარმატებული მასწავლებლების, მოსწავლეების წარმოჩენაში, მშობელთა ჩართულობის გაზრდაში, სკოლის განვითარებაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ ყოველთვის ვიყო სკოლის განვითარების შემოქმედი, ვიზრუნო მოსწავლეთა განვითარებაზე, მუდმივად ვიყო ყველას მხარდამჭერი და მოტივატორი.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
- ცოდნა, უნარი, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული.                               


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება