| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ხობის მუნიციპალიტეტის, თორსის საჯარო სკოლის დირექტორის, იამზე ლატარიას ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:
- სკოლა არის...
- ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო) დაწესებულება, ცოდნის კერა.
- ცოდნა გვანიჭებს...
- ინტელექტს, ძალას, მომავლის ხედვას, რწმენას საკუთარი თავისათვის.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები, ციფრული ტექნოლოგიების ფლობა.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ვოცნებობდი პედაგოგობაზე. რათა ჩემი ცოდნა და განათლება ნაწილ-ნაწილ გამეზიარებინა მომავალი თაობისთვის.
- დირექტორობა მეხმარება...
- პედკოლექტივთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაში.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- ვიყო სამართლიანი, ჰუმანური, ემპათიური. ყოველთვის სხვისი თვალით შევხედავ საკუთარ თავს.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- უპირველეს ყოვლისა შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი