სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა მეხმარება მეტი პასუხისმგებლობით გავიაზრო მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები“- თინათინ საბაური, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორის, თინათინ საბაურის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეთა განათლებასა და სოციალიზაციას უნდა ემსახურებოდეს.

- ცოდნა გვანიჭებს...

- თავისუფლებას, გავხდეთ შემდგარი ადამიანები და ჩვენი ღირებულებითი მიდგომა დავაფიქსიროთ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ. 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ღირებულებითი განათლება, რათა შეძლონ თავისუფალი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება და ჰქონდეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვცდილობდი, ჩავწვდომოდი სამყაროს არსს და გამეაზრებინა ცხოვრებისეული კანონზომიერებები.

- დირექტორობა მეხმარება...

- უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავიაზრო მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები და მათ საჭიროებებზე მორგებულად დავგეგმო სასწავლო პროცესი. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ შეცდომა ადამიანურია და ის უფრო ძლიერია, ვინც თუნდაც ბევრჯერ წაიქცა და ისევ წამოდგა, ვიდრე ის, ვინც არასოდეს წაქცეულა. 

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მუხლჩაუხრელი შრომა, საქმეზე ორიენტირებული კონსტრუქციული ქმედება და რწმენა, რომ ყველაფერი მიღწევადია!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება