სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებისთვის აუცილებელია სიახლეთა მიღება“ - ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ხინიკაძე
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს? ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ხინიკაძე საუბრობს. 

- სკოლა არის. . . 
- სკოლა არის სიყვარულის, ცოდნის, აზროვნებისა და ადამიანობის სამჭედლო, პასუხისმგებელი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის დიდ საქმეში; სკოლა არის ბალავარი დიდი შენობის ასაგებად, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.

-ცოდნა გვანიჭებს. . . 
- ძალას, თავდაჯერებულობასა და ბრძოლისუნარიანობას; ჭეშმარიტების, საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას.

-მომავალ თაობას სჭირდება. . . 
- სიყვარული და მზრუნველობა, მუდმივ წესრიგთან და უწყვეტ ცოდნის მიღებასთან ერთად; სჭირდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობისათვის მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგის გააზრებული ცოდნა. 

-როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 
- ვსწავლობდი და ვცდილობდი მაქსიმალური მიმეღო სასკოლო ცხოვრებიდან; თუმცა, დღევანდელ სკოლასთან ჩემი ბავშვობისდროინდელ სკოლას ვერ შევადარებ: ის, რაც შესაძლებელია დღეს, ჩემი მოსწავლეობის დროს ვერც წარმოვიდგენდი. 

- დირექტორობა მეხმარება. . . 
- სასკოლო ცხოვრება გავხადო უკეთესი, საინტერესო და შემოქმედებითი ჩემს დიდ პროფესიულ ოჯახთან - პედაგოგებთან ერთად.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . . 
- რა არის საჭირო და აუცილებელი მოსწავლისათვის, მასწავლებლისათვის, ჩემი სოფლისა და ჩვენი ქვეყნისათვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად; ხშირად ვფიქრობ, რომ ეს არის შანსი, რომელიც ღირსეულად უნდა გამოვიყენო; ხშირად ვახსენებ, რომ მე უნდა ვიყო მაგალითი ჩემი მოსწავლეებისათვის.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . . 
- სიახლეთა მიღება, ანალიზი და დანერგვა; თავდაუზოგავი შრომა, შრომა და ისევ შრომა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება