სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ხელს უწყობს თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბებას“- გიორგი იაკობაძე, უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი 
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის, უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი იაკობაძის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც მომავალი თაობა იღებს ზოგად განათლებას. სკოლა ხელს უწყობს ახალგაზრდების თავისუფალ, სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებას. სკოლაში ყალიბდება ქვეყნის მომავალი.

- ცოდნა გვანიჭებს...

- უდიდეს სიამოვნებას, რადგან ნებისმიერ საქმეს ცოდნა სჭირდება როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მეტი თავდაჯერებულობა, სითბო და სიყვარული, როგორც სკოლაში ასევე ოჯახსა და საზოგადოებაში, რადგან ძალადობასა და ფსიქოლოგიურ სტრესში აღზრდილი თაობა თავადაც აგრესიული იქნება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- დაინტერესებული ვიყავი ტექნიკური საგნებით (გამომდინარე ოჯახის წევრებიდან), რაც აისახა კიდეც ჩემს პროფესიაზე.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვიყო მეტი პასუხისმგებლიანი. სკოლაში შევქმნა უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები. გამოვიყენო სკოლის მართვის თანამედროვე მიდგომები.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ, გამოვიყენო მოსწავლეთა სწავლებისა და სკოლის მართვისთვის თანამედროვე მიდგომები.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მიზანდასახულობა და იმ სირთულეების გადალახვა, რაც ამ მიზნებისთვის გზაზეა, რისთვისაც აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება