სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა - ბერიკა შუკაკიძე
31-03-2021
-
+


შევხვდებით ყველა პედაგოგს, ექსპერტს, მოსაზრებებს შევაგროვებთ, შევადგენთ რამდენიმე ვერსიას და წარვუდგენთ მთავრობას - ასეთია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის შემუშავების თანმიმდევრობა, როგორც  მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე განმარტავს. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დასძენს, რომ ახალ დოკუმენტში ყველა მასწავლებლის, დირექტორისა და განათლების ექსპერტის მოსაზრება იქნება გათვალისწინებული. 

„მინდა პედაგოგებს ვუთხრა ერთი რამ, წინა სქემამ თავისი როლი შეასრულა, მას ჰქონდა ძალიან ბევრი ხარვეზები, ჩვენ დაახლოებით 17 კვლევა ჩავატარეთ და შევხვდით ძალიან ბევრ მასწავლებელს, შევთანხმდით რომ ხარვეზები იყო. ამიტომ გაუქმებულია კრედიტები, ჯგუფები, რომლებიც სკოლებში მუშაობდნენ, საბუთების ატვირთვა-ჩამოტვირთვა.

რაც შეეხება გარდამავალ დოკუმენტს, ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შევიმუშაოთ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი. ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები - ექსპერტებმა, უნივერსიტეტებმა, სამინისტროს შიდა სტრუქტურულმა ერთეულებმა, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გამოვიყენოთ. 

რეგულირების წესში, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წელს, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა მასწავლებლის და ექსპერტის აზრი და იყოს ეფექტური. შევხვდებით ყველა პედაგოგს, ექსპერტს, მოსაზრებებს შევაგროვებთ, შევადგენთ რამდენიმე ვერსიას და წარვუდგენთ მთავრობას. ის დოკუმენტი, რომელიც იქნება საბოლოოდ დამტკიცებული, რომლითაც მოხდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლა, პროფესიული განვითარება და პროფესიაში წინსვლა, იქნება ყველა მასწავლებლის, დირექტორისა და განათლების ექსპერტის მოსაზრებების გათვალისწინებით შედგენილი. ჩვენ აღვასრულებთ ამას და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მასწავლებლის და შემდეგ დირექტორის მუდმივ პროფესიულ წინსვლას, ეს არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ დოკუმენტს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ გავითვალისწინოთ ყველას აზრი და ამ მიმართულებით წავიდეთ“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს - დეტალები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება