სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პრეზენტაციები, გაზეთები, დისკუსიები - წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს
25-03-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლამ ტყის საერთაშორისო, წყლის რესურსების დაცვისა და მეტეოროლოგის საერთაშორისო დღეები აღნიშნა.

სკოლის ინფორმაციით, საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, სასწავლო დაწესებულებაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელეს.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები; მომზადდა გაზეთები; ჩატარდა დისკუსიები. 

საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს: მე-5 კლასის მოსწავლემ, მარიამ ლობჟანიძემ; მე-7 კლასის მოსწავლემ, ნიკა ტალიაშვილმა; მე-9 კლასის მოსწავლეებმა - ანასტასია ლობჟანიძემ, ნინო ჯიქიძემ, ნინო ნიჟარაძემ, ლიზი გურშიძემ და ლიზი შუკაკიძემ; 10 კლასის მოსწავლეებმა - მათე მიქაძემ, მარიამ ბენიძემ, ლიკა ზვიადაძემ, ლიზი ფრუიძემ; მე-11 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ჩაკვეტაძემ.

დიდი ინტერესი გამოიწვია წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის „რადონის“ წევრების - ანასტასია ჩაკვეტაძის (XI კლ), ლიკა ზვიადაძის, მარიამ ბენიძის, მათე მიქაძის, ლიზა ფრუიძის (X კლ) მიერ წარმოდგენილმა  პრეზენტაციებმა.

მათ ისაუბრეს წყლის უნიკალურ თვისებებზე; წყლის ისტორიაზე; როგორ სათუთად ეპყრობა სხვადასხვა რელიგია წყალს; ბუნებაში მუდმივად მიმდინარე წყლის ციკლზე; იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ნივთიერება კაცობრიობისთვის.

პრეზენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაზე - დავიცვათ და გავუფრთხილდეთ წყალს, ჩვენს წყაროებს, მდინარეებსა და ტბებს.

ყველა პრეზენტაცია, რომელიც სხვადსხვა დღეებში იყო წარმოდგენილი, გახლდათ ძალიან საინტერესო და დიდი პასუხისმგებლობით მომზადებულები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს - ქიმიის ოედაგოგ მარინე გურეშიძეს, გეოგრაფიის პედაგოგს მეგი ზიბზიბაძეს, ბიოლოგიის პედაგოგებს - ნატო შვანგირაძესა და მაია კაკაბაძეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება