სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, შვილები არ შეადარონ არავის“ - მუხრანის N3 სკოლის დირექტორი ლიანა დოლიშვილი
22-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა დოლიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- პირველ რიგში, აუცილებელია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე; გავითავისოთ არსებული რეკომენდაციები; მივიღოთ ექიმების რჩევა-დარიგებები და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები; გავუფრთხილდეთ ერთმანეთსა და ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ; ძალა ერთობაშია!

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დისტანციური სწავლების მართვა-გამოყენება; ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; დამოუკიდებლად სწავლა, გააზრება, მოძიება და სარგებელი, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს განათლების სფეროში; დროის დაზოგვა, ეკონომია, მიმდინარეობს შინ გაუსვლელად; ვითარდება ნებისყოფის უნარები; ბულინგის შემცირება, სკოლასა და სახლს შორის „გახიდულობა“, მშობლის ხედვა, მისი როლი და ჩართულობა, სასწავლო რესურსის დიდი თვალსაწიერის გამოყენება, მასწავლებელი უფრო განვითარდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი - ყველაზე მძიმე წელი პლანეტაზე - ჩაკეტილობა, ქაოსი, შიში ერთმანეთის მიმართ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ჯანმრთელობა, სიხალისე, პროფესიული ზრდა-განვითარება, კეთილდღეობა, დიდი კომუნიკაბელურობა, ერთგულება საქმისადმი, პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, სულით იყოს პედაგოგი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ბევრი ტყუილი, უპასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემის გრძნობის დაბალი დონე, მავნებლობა. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- ახლოს იყვნენ შვილებთან; მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. პატივი სცენ მათ აზრს; შვილის მტკივნეულ და გამაღიზიანებელ საკითხს ფრთხილად, მეგობრულად შეეხონ; არ შეადარონ არავის; აღზარდონ შვილები ურთიერთპატივისცემის გრძნობით; ასწავლონ მეგობრობა, სამშობლოს დაცვა და სიყვარული.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- უკეთესად წარიმართოს არსებული ცხოვრება; ირგვლივ იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა. ვხედავდე ყველას გახარებულს და ბედნიერს; ყველაზე მეტად გამახარებდა, ჩემს სამშობლოში აღიზარდოს საამაყო და სასიქადულო მამულიშვილები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება