სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წიგნი შეუფასებელი ფენომენია, უიმისოდ არსებობა უინტერესო, უფერული და არასრულფასოვანია“ - როდერი ცირდავა​, მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორის, როდერი ცირდავას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდპანდემიამ დაგვანახა...

- ბევრი რამ გვასწავლა. თავიდან შეგვაშინა, ახლა ვსწავლობთ მასთან ერთად ცხოვრებას...ვხედავთ, რომ მხოლოდ განათლებაშია ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის საშუალება.   
                                                                                           
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...

- თანამედროვე ყოველდღიურობაში მყარად დამკვიდრდა ონლაინსწავლება. ამ გამოწვევას რომ უნდა გავმკლავებოდით, სწორედ ეს გვასწავლა ონლაინსწავლებამ.                                                                                                                     

- 2020 წელს დავახასიათებდი ...

- ახალი გამოწვევების, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების, შრომის, ბრძოლის, უკეთეს მერმისზე ფიქრის წელი იყო გასული 2020.                                                                                                                                               

- მასწავლებლებისაგან ყველაზე ხშირად მიხარია ...

- როცა ისინი ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, უყვართ სიახლეები, ზრუნავენ პროფესიულ განათლებაზე, არიან მხარში მდგომები, ასერტულები...

- მასწავლებლებისაგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მიკვირს (და არც მიკვირს), ცვლილებების კვალდაკვალ, როგორ აქტიურად უწყობენ ფეხს ნებისმიერ სიახლეს, რაც მათს პროფესიულ განვითარებას მუდმივად თან ახლავს...                                               

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში საერთო წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... ვურჩევდი, უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილებს, უფრო მეტად იყვნენ მათთან ახლოს...                                                   

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ხარისხიანი განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია. წიგნი შეუფასებელი ფენომენია, უიმისოდ არსებობა უინტერესო, უფერული და არასრულფასოვანია, ამიტომ მოზარდებმა მასზე უარი არამც და არამც არ უნდა თქვან!..მინდა, მოსწავლეებს უფრო მეტად უყვარდეთ კითხვა, უფრო მეტად იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იპოვონ საკუთარი თავი, როგორ დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი საზოგადოებაში...

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება