სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელი უწყვეტ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს“ - დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ლალი იაკობიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- სკოლის ახალი გამოწვევები. მასწვლებლებსაც და მოსწავლეებსაც ახალი უნარების განვითარების საჭიროება შეექმნათ. ესენია ციფრული ტექნოლოგიები, ახალი პროგრამები, ახალი მიდგომები. დაგვანახა ისიც, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მასწავლებელი ნებისმიერ სირთულესა და გამოწვევას ეფექტურად უმკლავდება. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ გამოსავალი ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეიძლება მოძებნო ადამიანმა, მაგრამ მასწავლებელი კი არ უნდა ელოდებოდეს ასეთი სიტუაციის შექმნას, არამედ მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს და ფეხს უწყობდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ახალი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ახალი ინიციატივების გაჟღერება,რომელიც მიმართულია მოსწავლის ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან არაფერი არ მიკვირს, ღრმად მწამს,რომ მათი ნებისმიერი ქმედება, კარგი იქნება ეს თუ არასათანადო, გამოწვეულია იმ საზოგადოების გავლენით (ოჯახი, სკოლა, თემი) რომელშიც ის ტრიალებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ჩაერთოს  სასწავლო პროცესში და სკოლის მოკავშირედ იქცეს. მათ ერთი მიზანი აქვთ - ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- იდეალურ სკოლაზე, მოტივირებული მოსწავლეებით, რომელთაც სკოლაში მოსვლა უხარიათ და სკოლაში შექმნილი მაღალტექნოლოგიური გარემოთი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება