სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ - „შეიტანეთ ცვლილება მთავრობის დადგენილებაში!“
22-02-2021
-
+


საბავშო ბაღების გახსნის საკითხი კვლავ გაურკვეველია. აქამდე დაანონსებული იყო, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, 1 მარტიდან გაიხსნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამასობაში, კი კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები ყველა რეგულაციების დაცვით, მზად არიან აღსაზრდელები მიიღონ, თუმცა ისინი გარკვეული ეკონომიკური უფსკრულის წინაშე დგანან და სწორედ ამიტომ, კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია მოითხოვს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებას კომერციული საქმიანობის აღდგენის შესახებ, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდს.შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს დაეხმარონ ამ საკითხის დარეგულირებას. Etaloni.ge მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მთავრობის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი 1-ლი მარტიდან უნდა შემსუბუქდეს კერძო ბაგა-ბაღებისთვის, ამიტომ საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია მოგმართავთ თხოვნით დააჩქაროთ და შეიტანოთ ცვლილება მთავრობის დადგენილებაში აღნიშნული სექტორის ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა, განახლებისთვის, რადგან ერთი წელია სექტორი აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, ამ სექტორში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ბაღები განიცდიან ფინანსურ ზარალს, ასევე ჩვენი მომავალი თაობა გახდა დამოკიდებული ეკრანებზე რაც ხშირ შემთხვევაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებში იწვევს უამრავ პრობლემას ბავშვთა განვითარების კუთხით, შეინიშნება ასაკობრივი განვითარების ჩამორჩენაც რაც ყველასთვის მტკივნეული საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია სააღმზრდელო პროცესის და ბაღების ფუნქციონირების აღდგენა მოხდეს 1 მარტიდან. სააღმზრდელო პროცესი სრულად არის მზად ფუნქციონირების განახლებისთვის, მკაცრი კოვიდ19 რეგულაციების დაცვით ასევე მონიტორინგით მოახდინოს სააღმზრდელო პროცესის განახლება 1 მარტიდან, ამიტომ მივმართავთ მთავრობის ადმინისტრაციას, შეიტანონ ცვლილება მთავრობის დადგენილებაში, კომერციული საქმიანობის აღდგენის შესახებ რადგან კერძო ბაგა-ბაღებმა კანონის ფარგლებში მოახდინონ ოპერირების აღდგენა.

მივმართავთ თხოვნით:

გაეროს ბავშვთა ფონდს UNICEF Georgia, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს დაგვეხმარონ აღნიშნული საკითხის მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გადაჭრაში, ერთად შევძლოთ უსაფრთხო გარემოში, ერთის მხრივ, ჩვენი მომავალი თაობის დაბრუნება ბაგა-ბაღებში და მეორეს მხრივ, ბიზნესის კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება