TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიცვალა თუ არა საგამოცდო პროგრამა სპეცმასწავლებლებისთვის? - დამხმარე მასალა და პროგრამა გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
23-01-2021
-
+


პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგამოცდო პროგრამა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, ვინაიდან გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა განათლების სამინისტრომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზით გამოცდა გაურკვეველი ვადით გადადო.

როგორც ცნობილი გახდა, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდაზე რეგისტრაცია მარტში გამოცხადდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდა პრაქტიკოს და პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს ივნისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ჩაუტარდებათ.

სპეცმასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარებაზე განათლების სამინისტრომ სიახლეები ორიოდე დღის წინ გაავრცელა და განაცხადა, რომ რეგისტრაცია მარტში გამოცხადდებოდა, ხოლო გამოცდა სავარაუდოდ ივნისში იქნებოდა.

აპლიკანტთა ინტერესიდან გამომდინარე etaloni.ge -მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა კითხვით, ხომ არ შეიცვალა სპეცმასწავლებლების გამოცდისთვის განკუთვნილი პროგრამა და ხომ არ უნდა ელოდნენ პედაგოგები ამ კუთხითაც სიახლეებს, თუმცა როგორც ცენტრში განგვიცხადეს - სპეცმასწავლებლების გამოცდისთვის განკუთვნილი პროგრამა არ შეცვლილა. გამოცდაზე გასვლის მსურველებმა 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული პროგრამით უნდა ისარგებლონ.

პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სასწავლო პროცესს, ხოლო მეორე - პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ეთიკას მოიცავს.

იხილეთ დეტალურად, რას მოიცავს სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში.

პრაქტიკოს სპეციალურ პედაგოგებს გამოცდისთვის მომზადება და დამხმარე მასალის მოძიება შემდეგ საიტზე შეუძლიათ -  inclusion.ge

სამინისტრო აღნიშნავს, რომ გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე.

იხილეთ ასევე: გამოცდაზე რეგისტრაცია მარტში დაიწყება - დეტალები პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებისთვის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება