სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებენ თუ არა საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს და შემოწმდება თუ არა ხელახლა სააღმზრდელო დაწესებულებები
21-01-2021
-
+


18 იანვარს სასწავლო წლის მეორე სემესტრი სკოლებმა დაიწყეს, ნაწილმა დისტანციურად, ნაწილმა საკლასო ოთახებში. ამასობაში საბავშვო ბაღები თითქოს მიავიწყდათ - არავინ ამბობს, გაიხსნება თუ არა ისინი უახლოეს მომავალში და სწორედ ამის გასარკვევად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.

კითხვაზე - როდის აპირებენ ან აპირებენ თუ არა ბაღების გახსნას საერთოდ, პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს, მანამდე კი თავადაც გაურკვევლობაში არიან.

„ბაღების გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. პრინციპში, ბაღები არც დაკეტილა - ჩვენ ხომ პროდუქტს გავცემთ აღსაზრდელებისთვის, ასე რომ, ვმუშაობთ“.

რაც შეეხება საკითხს, მზადაა თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებები ბავშვების მისაღებად და ხომ არ აპირებს შრომის უსაფრთხოების ინსპექცია ხელახლა მათ შემოწმებას, ამაზე ბაღების სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად მზადაა, როგორც კი გაიცემა ბრძანება, ისინი გაიხსნება და ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებების ხელახლა შემოწმება არ იგეგმება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება