სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტი ყველასთვის - რა იცით კორონავირუსის შესახებ
23-12-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანია სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობისთვის მიწოდება და ამავდროულად, კორონავირუსის პრევენციის და გავრცელების საკითხებზე ყურადღების მიზანმიმართული გამახვილება. ასეთ დროს პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, როგორ უნდა დაიცვას თავი ვირუსებისგან სწორად.

ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც ვირუსებთან ბრძოლის პროცესებს აფერხებს. სწორედ სანდო და სწორი ინფორმაციის ცოდნა და მიღება ამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას და უდიდეს ზეგავლენას ახდენს კორონავირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და გლობალურ საკითხებში.

izrune.ge-ს ინოვაციური ტესტირების ონლაინ პლატფორმა შექმნილია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ინდივიდუალური ტესტები ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოსწავლისთვის I-დან XII კლასის ჩათვლით.

მიმდინარე პერიოდში კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მასშტაბიდან გამომდინარე აქტიურად დადგა კორონავირუსთან გამკლავების სანდო ინფორმაციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება izrune.ge-ს პროექტი „კორონავირუსი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს“ რომელიც ხორციელდება UNICEF-ის თანამოაზრეობით და ფინანსური მხარდაჭერით.

გაიარეთ ტესტი და გადაამოწმეთ თქვენი ცოდნა: ტესტის დაწყება 

ტესტი დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიიღოს სანდო ინფორმაცია ვირუსის პრევენციის, გავრცელების და სხვა საჭირო საკითხის შესახებ. ტესტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.

ტესტის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ:

-         რამდენად ერკვევით კორონავირუსის მნიშვნელოვან საკითხებში

-         რამდენად სწორად იცავთ კორონავირუსის პრევენციის და გავრცელების თავიდან აცილების რეკომენდაციებს

-         რამდენად მომზადებული ხართ კორონავირუსთან გამკლავების პროცესში

გაიარეთ ტესტი, გადაამოწმეთ საკუთარი ცოდნა, გააზიარეთ საკუთარი შედეგი, დაიცავით საკუთარი თავი და გარშემომყოფები კორონავირუსისგან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება