სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციური იდეისთვის დაჯილდოვდებიან
22-12-2020
-
+


ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდნენ, სადაც საკუთარი იდეა წარადგინეს და ჟიურის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ.

„19 და 20 დეკემბერს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 10 წევრიანი ჯგუფი მონაწილეობას იღებდა ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტის“ მიერ ორგანიზებულ ინოვაციების STEM ბანაკში (კოორდინატორი - სკოლის მენტორი მასწავლებელი ნათია კურტანიძე).

ორი დღის მანძილზე ბავშვებმა მოახერხეს საუკეთესო ინოვაციური იდეის მოფიქრება, კონცეფციის შემუშავება და პრეზენტაციის მომზადება. მართალია, პირველ ადგილზე ვერ მოვხვდით, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები საკამოდ საინტერესოდ და ღირსეულად წარსდგნენ კონკურსის ჟიურის წინაშე. მათი იდეა, სასწავლო პლატფორმა „ალბატროსის“ შექმნის შესახებ, მოიწონეს კონკურსის ორგანიზატორებმა. მოსწავლეები მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებულ სერტიფიკატებს და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. იმედია, მომავალში გამარჯვებასაც მივაღწევთ.

მადლობა მათ აქტიურობისა და მაღალი დონის ჩართულობისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება