TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი ნათელი ერა იწყება, რომელიც 2 საუკუნეზე მეტ ხანს გასტანს - ამ კვირაში ერთი ნიშანი ფულს იშოვის, ტყუპები კი ფრთხილად იყავით
21-12-2020
-
+


დღეს არის საკრალური დღე, ახალი ეპოქა იწყება, რომელიც 2 160 წელი გასტანს. იუპიტერი და სატურნი ხდება ერთმანეთს მერწყულის ნიშანში, რაც ახალი ერის დასაწყისს ნიშნავს. ამ ეპოქას ექნება მერწყულის დამახასიათებელი ნიშნები. დღეიდან ნათელი ენერგია შემოდის დედამიწაზე.

რადგან საკრალური დღეა, ორი დიდი პლანეტის შეხვედრის დროს, 21:12 წუთზე სანთელი აანთეთ და ჩაუთქვით რა გინდათ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.

ამასთან, დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი: ენერგიული, შარმიანი, ინიციატივიანები ხართ. შესაძლებლობები მაღალი გაქვთ. მოლაპარაკებებისთვის კარგი დროა, შეიძლება ახალი სამსახური იშოვოთ ან თანამდებობა აიმაღლოთ.

კურო: მოლაპარაკებების წარმართვისა და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა. შემოქმედებითი საქმიანობაც კარგად გამოგივათ. საოცარი ქარიზმა გაქვთ, იზიდავთ ადამიანებს. ეს პერიოდი გამოიყენეთ, შემდეგი კვირა ნაკლებად ეფექტური იქნება.

ტყუპები: ზედმეტი ინფორმაცია არ გათქვათ, მას სხვები ახალი წლისთვის გამოიყენებენ და დაზარალდებით. დანაკარგი რომ არ გქონდეთ, იაქტიურეთ, შეხვედრები დაგეგმეთ და კონტაქტები მოიძიეთ. შეიძლება მოამზადოთ ისეთ პროექტები, რომლებიც მომავალ წელს დივიდენდებს მოგიტანთ. შესაძლებლობები კარგი გაქვთ.

კირჩხიბი: ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა თქვენთვის. აქტიურად იმოქმედეთ.  ბიზნესისთვის, საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. ბევრი დივიდენდი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ იაქტიურებთ.

ლომი: შეჩერების და სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. იაქტიურეთ, ქარიზმა გაქვთ, კარგი ორგანიზატორი ხართ. თან სიყვარულით აღსავსე ხართ და იზიდავთ ადამიანებს.

ქალწული: ენერგოტონუსი გიუმჯობესდებათ, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და მომთმენი ხდებით. წვრილმანებში ჩაძიებას მოეშვით. თუ ამას იზამთ, პოპულარული იქნებით. შესაძლოა ფულიც იშოვოთ.

სასწორი: ელეგანტური და ეფექტური ხართ. თუ რამე მოლაპარაკება ან შეხვედრა გაქვთ, ამ კვირაში ყველაფერი გამოგდით. ამიტომ მოლაპარაკებებისთვის გამოიყენეთ ეს დრო, ბევრ დივიდენდს მიიღებთ, შეიძლება ახალი თანამშრომლობაც გააფორმოთ.

მორიელი: სტაბილურობის პერიოდია, შეიძლება ფინანსების მიღების კუთხით გაუმჯობესდეს მდგომარეობა. იდეების რეალიზებისთვის კარგი დროა.

მშვილდოსანი: ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ აქტიური, ენერგიული, ოპტიმისტები, კეთილშობილები.  უცხო ენების ასათვისებლად და უცხოელებთან კონტაქტისთვის, მოგზაურობისა და პროფესიული წინსვლისთვის კარგი დროა.

თხის რქა: რთული პერიოდი დასრულდა, ახლა თქვენი დროა. ყველა მხრივ წარმატებული იქნებით და სასიკეთო ცვლილებები გექნებათ ყველა სფეროში.

მერწყული: თქვენი ეპოქა იწყება, ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. კარგი შანსები გაქვთ იდეებისა და მოლაპარაკებებისთვის. შემდეგი კვირა ნაკლებად ეფექტური იქნება.

თევზები: ძალიან კარგი კვირა გაქვთ, ყველა გეხმარებათ და გვერდში გიდგათ. პროფესიული, შემოქმედებითი კუთხი წარმატების შანსები იმატებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება