| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მასწავლებლებზეც:
„პირველად გამოჩნდა B ტიპის ვირუსიც. დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპიც, ჩვენ არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება ეს გრიპის ვირუსი. ამიტომ მინდა ჩემი 2 გზავნილი გავიმეორო. პირველი - რესპირაციული ვირუსების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა რესპირაციული ღონისძიების დაცვა, რომელზე ვსაუბრობთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული. ყველამ უნდა გავითავისოთ რომ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება, ის დაგიცავთ ვირუსისგან და კოვიდისგან.
გთხოვთ ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს. გრიპის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს საკმაო ოდენობის ვაქცინა, ამიტომ მიბრძანდნენ ისინი, ვინც არიან რისკ-ჯგუფებში, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა, ანუ მასწავლებლებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს მოეხსნათ აუცილებლობა და ქრონიკული დაავადებები აქვთ თუ არა აღარ აქვს მნიშვნელობა და ყველას შეუძლია მიბრძანდეს და აიცრას. ჯერ კიდევ არის ვაქცინის მარაგი. ასევე ყველა ორსულ ქალბატონს ვთხოვ აიცრას.
მეორე აქტიურდება ტესტირება, 16 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, ამიტომ გთხოვთ, ასევე ყველა სიმპტომებიან ადამიანს, ვისაც რესპირატორული სიმპტომები აქვს მივიდეს და გაიკეთონ ანტიგენის ტესტი, ის ძალიან სწრაფად 15 წუთში მოგცემთ პასუხს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი V კლასის დამრიგებელი მაყვალა ბურდული გახლდათ
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა