სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 სკოლის მასწავლებლის ლიანა სარიშვილის „ლექსად გადმოცემული ამბავი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ“
30-11-2020
-
+


გთავაზობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის ლიანა სარიშვილის ლექსს- „ლექსად გადმოცემული ამბავი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ“.

„ახალი ლექსის მოდელი თემა: პროფესიული იუმორი სამიზნე ცნება: ლექს-რეფლექსია საკვანძო კითხვა: ვწერო? არ ვწერო-საკითხავი აი, ეს არის! ყველა ზეციდან მოვდივართ, ჭრელიც ხელში გვაქვს ქოლგები, მკვიდრ წარმოდგენებს დავნომრავთ და სტანდარტს ვუახლოვდებით! „არსობის პოსტერს“ ვაფორმებთ, ვიცით მთავარი სათქმელი, სტარტეგიები გავთვალეთ, გეგმა-ცხადი და ნათელი! დასრულდა ესე ამბავი, დამჭირდა ბევრი წვალება, დავნერგე ერთი ტიპური, კომპლექსური დავალება! დაგვიკომპლექსდა ცხოვრება, გახდა ექსელის ფოლდერი, გადაიღალა გონება, თვალის სინათლევ მშორდები? დამიარქივდა ცნებები, ამასობაში ვბერდები... კურსორი გარბის, ციმციმებს, რა დაემართა, ვერ ვხვდები! რად ვერ მოვხარშე ლობიო, და რად გამოდის სულ უმი? დასაწერია დროულად სასკოლო კურიკულუმი... ინტერნეტ-შეფერხებაა, რამ ააზმუვლა მოდემი? ვაი( და ფაიც) გაწითლდა, ტახტის მივიღეთ ფორმები... სად დავიმალო, სად არის? სასტუმრო ან/და ოტელი, იქაც მომაგნებს უთუოდ- ახალი სკოლის მოდელი? ვაიმე, შეფასებები, ცხრილის ცისფერი ფერები, რად დამიბუჟდა ხელები, რატომ ჩავბჟირდი ხველებით? პარალელურად სურდო მაქვს? სიცხე მაქვს და მელანდება? ო, აა რეალობაა, ზიპ- ფაილები ლაგდება. ახალი წელი დადგება, ქადებს დააცხობს მატრიცა, შენ აღარ გახსოვს ოჯახი და საკუთარი თავიცა! ტრენინგის სენსაციები, წამალი გაქვს გაციების? კლასის პაპკები, სიები? მაშ, ვანდრაივზე მიები! ყველა ზეციდან მოვდივართ, ჭრელიც ხელში გვაქვს ქოლგები, მკვიდრ წარმოდგენებს დავნომრავთ და სტანდარტს ვუახლოვდებით!“.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება