სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N14 სკოლის პირველკლასელმა, ემილი გათენაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
30-11-2020
-
+


ბათუმის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ემილი გათენაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

გაიცანით, მომღიმარი, ნიჭიერი, საამაყო ემილი და მისი განსაკუთრებულად მზრუნველი დედიკო:

„გამარჯობა, მე ემილი გათენაძე ვარ, 6 წლის, ბათუმის N14 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე.

ჩემი დამრიგებელი: ინეზა ირემაძე გახლავთ.

კიდევ ერთხელ გავახარე ჩემი შედეგით დედიკო და ინეზა მასწავლებელი. ძალიან მომწონს izrune.ge, რადგან საშუალება მეძლევა ავიმაღლო ცოდნა, გამოვიდე ჭკვიანი გოგო, ვიყო მაგარი გოგო, რომ ყველამ ტაში დამიკრას და იამაყოს ჩემით.

ძალიან მიყვარს სწავლა, ყველა საგანი, განსაკუთრებით მათემატიკა და ხელოვნება... ხელოვნება იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვმღერი. მადლობა და მომავალ ხუთშაბათმდე მიყვარხართ“.

ქეთი სურგულაძე: „გამარჯობა, მე ემილის დედიკო ვარ. ძალიან მომწონს izrune.ge -ს ტესტები. ასევე ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ ჩემი შვილის შედეგით. მადლობა თქვენ, რომ ასე გვახარებთ და გვაძლევთ საშუალებას, რომ ცოდნა გავიღრმავოთ

ძალიან მახარებს უკვე ხუთშაბათი. რატომ? იმიტომ, რომ ემის ზარს ველოდები, როდის დამირეკავს სამსახურში და მეტყვის: „დეე, იცი დღეს ასი ქულა ავიღეო. მადლობა დიდი თქვენ ჩემი გახარებისთვის. წარმატებები“,- გვწერს ემილის დედა ქეთი სურგულაძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება