სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სამი დღეა შემაჯამებლებს ვწერთ, სამი დღეა დამამშვიდებლებს ვსვამ“ - როგორია პედაგოგის თვალით დანახული გაკვეთილი ონლაინში
12-11-2020
-
+


დისტანციური სწავლება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შორიდან შეიძლება ჩანდეს. თუმცა სირთულეებთან ერთად, სახალისო და კურიოზული მოვლენებიც თან სდევს, რაც მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დატვირთულ რეჟიმში განტვირთვაში ეხმარება. 

სწორდ დისტანციური სწავლების შესახებ აქვეყნებს პოსტს პედაგოგი ნინო გიორგაძე, რომელიც გაგახალისებთ კიდეც და იმ დაბრკოლებებს და სირთულეებსაც ნათლად დაგანახებთ, რომლებიც ონლაინ სწავლებას უკავშირდება. პოსტს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

სამი დღეა, შემაჯამებლებს ვწერთ, ვწერთ, ვწერთ და ისევ ვწერთ.
სამი დღეა, დამამშვიდებლებს ვსვამ, ვსვამ და ისევ ვსვამ
გუშინწინ, გუშინ, დღეს ტყუპისცალებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს.
გუშინაც...
გუშინწინაც...
დღესაც...

1) მე: ბავშვებო, მოემზადეთ! თქვენ უნდა შეასრულოთ შემაჯამებელი სამუშაო და 1 საათში გადმომიგზავნოთ ნაშრომი!
ის: აუ, მასწ, ჩემი ტელეფონი ჭედავს.
მე: კომპიუტერით იმუშავე.
ის: კომპიუტერთან ჩემი და ზის.
მე: ლეპტოპი გაქვს?
ის: მასწ, ლეპტოპით დედა მუშაობს.
p.s.დედა ვაიძულეთ, შვილისთვის ლეპტოპი დაეთმო.

2) გაგრძელება...
ის/ისინი: მასწ, თიმსი მაგდებს და ძლივს შემოვდივარ.
მე: ნუ ნერვიულობ, დამსწრეთა სიას თვალს ვადევნებ და მოწვევას გამოგიგზავნი.
p.s.სად იყო და სად არა,თიმსმა მეც ამახვევინა გაკვეთილიდან
დიდი წვალების შემდეგ ძლივს ვბრუნდები ვირტუალურ საკლასო ოთახში.

3) სანამ მე პროგრამას ვებრძოდი და პროგრამა მე მებრძოდა,მასწავლებლის გარეშე დარჩენილ კლასში მიმდინარეობს დისკუსია,კონსილიუმი:
- არა, ბიჭო, ეგ არაა სწორი.
- შენ მასწავლი?
- თუ დამიჯერებ, დამიჯერე, თუ არა, საკუთარ თავს დააბრალე.
- ბიჭო,რა ვიცი,ყველა ასე ამბობს,დარაჯობსო. „სდარაჯობს" რა უბედურებაა.
უცბად:
- გაჩუმდით, მასწავლებელი დაბრუნდა!
- ჩჩჩუუუუუ!
- სუ, სუ, სსსს!

4) 10 წუთის შემდეგ:
მე: საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს, ეგ ფორმა არ უნდა გაესწორებინა.
ბებო: უი, მე მეუბნება? ისმის, ბიჭო, ჩემი ხმა? ვერ გამორთე მიკრ.....(მიკროფონი გამოირთო!)

5) იწურება 1 საათი...
- მასწ, ვერ ვაგზავნიიიიი...
- მას, სად გამოვაგზავნოოოოო...
- ნინო მასწ, აქამდე ვაგზავნიდი, ახლა - რა ხდება, არ ვიცი
- აუ, ვინც ეს თიმსი მოიგონა, თფუ!
- აუ, სკოლა მომენატრა.
- მას, მიშველეეეეეეთ...
34 ბავშვი ერთად(ერთად!) ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად(სწრაფად!), მიიღოს ჩემგან ამომწურავი პასუხი.

6) დავალებას ტვირთავენ.
ახლა მე ჩავყურებ მობილურის ეკრანს და 3-ჯერ 34 ნაშრომს ვასწორებ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება