სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ტურის ჩატარებას“ - ქარელის მუნიციპალიტეტში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
16-10-2020
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სპეციალურად შერჩეული პედაგოგების მიერ ჩატარდა.

„ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება მონაწილე სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა შეაფასეს:

ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სიდამონიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. პატარა სკოლა ვართ და მოსწავლეთა რაოდენობაც ცოტა იყო, თუმცა ტესტირების პირველ ტურში მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი და შედეგებიც არცთუ ისე ცუდი იყო.

თამარაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ წიქარიშვილი:

5 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში. საკმაოდ მკაცრად ჩავატარეთ ტესტირება, გვინდოდა რომ თავიანთი თავი გამოეცადათ ბოლომდე. რაც გავასწორეთ იმის მიხედვით საკმაოდ კმაყოფილები არიან მოსწავლეები, თუმცა მეორედ რომ გადახედეს დავალებებს უკვე სხვანაირად მშვიდად მიუდგნენ და ამბობდნენ, რომ უფრო კარგი შედეგების მიღებაც შეეძლოთ.

რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა მეტრეველი:

საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა მოსწავლეების. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში სრულად გვქონდა დაცული რეკომენდაციები და ტესტირება წესების სრული დაცვით ჩატარდა.

რუისის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ტანია სვიანაძე:

მოსწავლეები ტესტირებაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ვინც მონაწილეობა მიიღო მათ დიდი ინტერესიც ჰქონდათ. ტესტირებაში სულ 20 მოსწავლე იყო ჩართული ჩვენი სკოლიდან და მოუთმენლად ელიან მეორე ტურის ჩატარებას.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ბაციკაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, შედეგებიც გადავუგზავნეთ „ეტალონის“ ჯგუფს და ახალა პასუხებს ველით. საერთო ჯამში, სულ 10 მოსწავლე იყო ჩართული და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად გაართვეს მოსწავლეებმა თავი მოცემულ დავალებებს.


შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ასევე: ქარელის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება