სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ძვირფასო მასწავლებელო! ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას, მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ…“ - აბრაამ ლინკოლნის წერილი პედაგოგს
15-09-2020
-
+


აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი იყო (1861-1865წწ). ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს:

„ძვირფასო მასწავლებელო! ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას, მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.

ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს, რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.

ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.

გაათავისუფლეთ შურისგან და თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი. ასწავლეთ წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად, ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ.

ასწავლეთ, დატკბეს ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.

ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და თაღლითობა. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან. ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ. ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა და ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არაა. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა, ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

ასწავლეთ, თუმცა, გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.

უთხარით, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.

შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ, ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება