| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის დანისპარაულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგული ქათამაძემ მე-4 კლასელებს სასწავლო წლის წარმატება და ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. მასწავლებელმა პატარებს მიმართა და ვიდეო მიუძღვნა:
„ჩემო პატარებო! მეოთხე კლასის წარმატებით დამთავრებას გილოცავთ. ეს წელი სრულიად განსხვავებული წელი იყო, მაგრამ არც ერთი თქვენთაგანი და თქვენი მშობლები არ შეუშინდა სირთულეს, ყველამ იტვირთა მისი წილი პასუხისმგებლობა.
რამოდენიმე თვე შევძელით ერთად გაგვეტარებინა ეკრანებთან დრო, რათა წარმატებით გაგვევლო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ამისათვის დიდი მადლობა.
მასწავლებელი მარტო ვერაფერს გააკეთებს, ასეთ სიტუაციაში, თუ არა თითოეული მშობლის გვერდში დგომა, თქვენ ეს შეძელით, თუმცა გული მწყდება ჩემო პატარებო, დაგეგმილი ექვსკურსია და ღონისძიება ვერ ჩატარდა. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო თვალხატულა მერცხლებო, მჯერა, მეხუთე კლასში წარმატებით გაართმევთ თავს.
ხალისიან ზაფხულის გატარებას გისურვებთ. უყვარხართ თქვენს მასწავლებელს“,-მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
პატარებმა შექმნეს ლამაზი ნამუშევრები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა