სიახლეები
პიროვნება

„დისტანციური სწავლება, თუნდაც ჰიბრიდული მოდელი, არ იძლევა სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარების საშუალებას“ - N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე
02-07-2020
-
+


ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მშობლების, ასე ვთქვათ, რეკომენდაციით, მასწავლებლობა გადაწყვიტა. კარიერა კერძო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი, საჯარო სექტორში გადაინაცვლა და უკვე 2007 წლიდან თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორია. ვერ გეტვით, ბევრი დაკარგა თუ არა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ თამარ აბაზაძის არჩევანის გამო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ საგანმანათლებლო სისტემამ მათემატიკის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, თბილისის N6 სკოლამ კი უძვირფასესი დირექტორი შეიძინა.

როგორ დაძლიეს დისტანციური სწავლების სირთულეები და როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის, მოსწავლეთა მაქსიმალური უსაფრთხოების გათვალისწინებით, Etaloni.ge- თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ აბაზაძე ესაუბრება.

- ორი წელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში სკოლა ისედაც აქტიურად იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს, პედაგოგები, სხვადასხვა საპრეზენტაციო თემებისა და პროექტების შეჯამებისთვის, საილუსტრაციო კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობდნენ და ვფიქრობ, სწორედ, ეს დაგვეხმარა დისტანციური სწავლების რეჟიმზე დროულად გადასვლაში.

ვერ ვიტყვი, რომ სირთულეებს არ შევეჯახეთ - ყველასთვის მოულოდნელი იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, თუმცა განვიხილეთ სწავლების რამდენიმე პლატფორმა და შევარჩიეთ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი - „თიმსი“, რომელსაც ბევრი დადებითი ჰქონდა.

მოსწავლეების უმრავლესობამ მოახერხა ჩართვა, თვითორგანიზება და ასევე, მშობელთა მხარდაჭერის შედეგად, პრობლემა, ასე თუ ისე, გადავჭერით. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეების  აბსოლუტური უმრავლესობა ჩართული იყო დისტანციურ სწავლებაში.

ფაქტია, განათლების სამინისტრომ დროული და საჭირო ნაბიჯები გადადგა და აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო „ეტალონის“, კონკრეტულად კი izrune.ge-ს დამსახურება - პროექტში ჩართული მოსწავლეები, ფაქტობრივად, მომზადებულები შეხვდნენ გამოწვევებს.



- თუმცა, ხომ იყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ვერ ჩაერთნენ ონლაინ-სწავლებაში?

- რა თქმა უნდა და ეს მხოლოდ რეგიონებს არ ეხება - პანდემიის დროს, ბევრი ოჯახი წავიდა რაიონში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ... ასეთ ბავშვებთან სატელეფონო კავშირი გვქონდა, რათა წყვეტა არ მომხდარიყო. ამიტომაცაა გასათვალისწინებლი ბევრი ფაქტორი მომავალი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, რომელთა შორისაა სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებაც.

- ეროვნული სასწავლო გეგმის შეკვეცის საჭიროებას ხედავთ?

 - დისტანციური სწავლების პროცესი არის ხანმოკლე პერიოდი, დროში შეზღუდულები ვართ და თუ გვინდა, სასწავლო პროცესზე გავიდეთ ხარისხიანად, ხანმოკლე გაკვეთილების ხარჯზე ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ; ამიტომ ვფიქრობ, უნდა მოხდეს სასწავლო პროგრამების მოდიფიცირება, სასწავლო წელიც უნდა დაიწყოს გამორჩენილი მასალის გამყარებით. დისტანციური სწავლება, თუნდაც ჰიბრიდული მოდელი, არ იძლევა სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარების საშუალებას.

- თქვენ როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის?

- დისტანციური სწავლების ცხრილში, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენ მოსწავლეებს, დაწყებითი კლასები ნამდვილად არ მოიაზრება, რადგან მათ ჯერ უნდა ისწავლონ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და გარდა ამისა, ბავშვებს უახლოეს ადამიანთანაც კი უჭირთ ტელეფონით კომუნიკაცია, ამიტომ, რთული იქნება, პატარებს დისტანციურად რაიმე სიახლე შევთავაზოთ; ბავშვს ესაჭიროება სენსორული კონტაქტები, ფიზიკური აქტივობა, და გადავწყვიტეთ - დაწყებითი კლასები სასწავლო რეჟიმში სრულად იყოს ჩართული, აქვე წამოვწევთ საკითხს - დაემატოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლის საათები II-III-IV კლასებში, ხოლო საბაზო საფეხური გვაძლევს საშუალებას, კვირაში ორ-სამჯერ დისტანციურ სწავლებაზე გვყავდეს მოსწავლეები და განიტვირთოს სკოლაც.

- დასვენებებზე როგორ უზრუნველყოფთ სოციალურ დისტანცირებას?

- შევეცადეთ, ისე შეგვედგინა ცხრილი, რომ სართულზე 100 მოსწავლეზე მეტი არ ყოფილიყო; ფაქტობრივად, მენეჯერისა და პედაგოგების მოქნილობაზეა  დამოკიდებული, როგორი სახით დაიგეგმება დასვენებები და ზოგადად, როგორ გარემოს დავახვედრებთ მოსწავლეებს - მაქსიმალურად გავანიავებთ სივრცეს და ყველაფერს გავაკეთებთ უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენთვის ბავშვი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

- არანაკლებ საინტერესოა სასადილოს საკითხი - გახსნით „ბუფეტს“?

- საკითხს ამ ეტაპზე ვერ განვიხილავ, რადგან სასადილოს ფუნქციონირება ცალკე ფაქტორია, რომელიც ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ; აქვე მნიშვნელოვანია, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან სასადილოს ფუნქციონირება საფრთხილოა.

ყოველ შემთხვევაში, მომზადებულები შევხვდებით ახალ სასწავლო წელს, გვყავს ექიმიც და ერთადერთი, ვფიქრობ, თითოეული მოსწავლის თერმოსკრინინგი გაგვიჭირდება - რაც უნდა ადრე მოვიდეს ბავშვი სკოლაში, ტემპერატურის კონტროლი დროს მოითხოვს; ასეთი რეკომენდაცია სკოლებს ჯერჯერობით არც მოგვსვლია. ვფიქრობ,შევძლებთ, ყველა გამოწვევას ისე გავუმკლავდეთ, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლის ინტერესები იყოს დაცული.



- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს თქვენს მოსწავლეებს, ქალბატონო თამარ?

- აჯობებს, ამაზე მათ ისაუბრონ... საკუთარ თავზე ლაპარაკი ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ ფაქტია - სითბოსა და სიყვარულის მეტს ვერაფერს ვხედავ; წლებია, სკოლაში ვმოღვაწეობ, თბილისის N6 საჯარო სკოლა სპორტული ორიენტაციის იყო და მცირე კონტინგენტი ჰყავდა, დღეს კი 800 მოსწავლეა, მოთხოვნა ძალიან დიდია ჩვენ სკოლაზე და მტკივნეულია დისტანციური სწავლების პერიოდი, რადგან არ გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენ მოსწავლეებთან.

- პროფესიაც ბავშვების სიყვარულმა განაპირობა?

- პროფესიით მათემატიკოსი გახლავართ; დავიწყე მუშაობა კერძო სკოლაში, თუმცა გაჩნდა მოთხოვნა, მსგავსი ტიპის სასწავლო სისტემა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმეირი სოციუმისთვის. ეს გახდა მამოძრავებელი მიზეზი - გადმოვედი საჯარო სექტორში და 2007 წლიდან ვარ თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი. იცით, არასოდეს მქონია დირექტორობის სურვილი და ამბიცია, თუმცა ბუნებით ვარ ლიდერი და სხვათა შორის, ჩემი დიდი სურვილი იყო ექიმობა. ვფიქრობ, მშობლები არ უნდა ჩაერიონ შვილის პროფესიის არჩევაში, რადგან სწორედ ამის შედეგად აღმოვჩნდი პედაგოგის პოზიციაზე.

- ნანობთ?

- არა, ნამდვილად არ ვნანობ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

- საქმე, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, ასეა?

- პასუხისმგებლობა მართლაც დიდია, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ - არაჩვეულებრივი თაობა მოდის, მთავარია, ჩვენ რას ჩავდებთ მათში და როგორ მიმართულებას მივცემთ, რათა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. საზოგადოება, მათ შორის სკოლა, თავის როლს უნდა აცნობიერებდეს მოსწავლის აღზრდის პროცესში, თუმცა მშობელმაც უნდა მისცეს სწორი მიმართულება. სკოლა-ოჯახი-საზოგადოება - ესაა ერთიანი სისტემა და მხოლოდ სკოლა ბავშვის აღზრდაში ვერაფერს იზამს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება