სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს მასშტაბით 20 სკოლის მშენებლობის დასრულება სექტემბერში იგეგმება
18-06-2020
-
+


საქართველოს მასშტაბით 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კახეთში სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.  

„დღეს მოვინახულეთ კახეთის რეგიონში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. ეს პროექტები განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით ხორციელდება. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის. მოხარული ვარ, რომ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლებში გააგრძელებენ სწავლას. ინოვაციების ცენტრი კი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია“ - განაცხადა ჩხენკელმა. 

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში გეგმავენ: 

„სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია 2019 წლიდან. ამჟამად დაახლოებით 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთში ამ ეტაპზე 7 ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს  მეზობელ სოფლებში სიარული უწევდათ, ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული.

ბუნებრივია, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ასევე, ახალგაზრდებისთვის შენდება ტექნოლოგიური პარკები და ინოვაციური ცენტრები. ასეთი ახალი სივრცე ეწყობა გურჯაანში, რომლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

მინისტრებმა სოფელ ბოდბისა და საქობოს სკოლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. იგი 90 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 809 968 ლარს შეადგენს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის ახალი შენობა 90 მოსწავლეზე არის გათვლილი და ასევე სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მისი ღირებულება 1 682 000 ლარს შეადგენს. სკოლის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება