სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 სკოლის II კლასის დამრიგებელმა მოსწავლეები დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის დააჯილდოვა
05-06-2020
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელმა ლედი ელიაშვილმა მოსწავლეები დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. პედაგოგმა პატივისცემა გამოიჩინა მშობლების მიმართაც და მხარში დგომისთვის მათაც მადლობის ნიშნად სიგელები გადასცა.  

„დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! დღე, რომელსაც ყოველთვის საზეიმო განწყობით, ერთმანეთის ჩახუტებითა და მოფერებით აღნიშნავენ!...ბევრი ვიფიქრე, რით და როგორ გამელამაზებინა თქვენთვის, ჩემო მონატრებულებო, ეს დღე (დისტანციურად)... არ ვიცი როგორ გამომივიდა, მაგრამ მინდა ამ პატარა საჩუქრით თითოეულ თქვენგანს ბედნიერი ღიმილი ვაჩუქო!
მინდა მოგეფეროთ, ჩაგიკრათ გულში, ჩაგკოცნოთ (მჯერა ეს დღეც მალე დადგება) და მოგილოცოთ დღევანდელი დღე! 
მინდა გ ი ს უ რ ვ ო თ:

ლაღი და უზრუნველი ბავშვობა!
უღრუბლო ზეცა!
ნათელი და ლამაზი დღეები!
ბედნიერი და წარმატებული მომავალი!
სითბო და სიყვარული!

თქვენ განსაკუთრებული ბავშვები ხართ!
თქვენ, თქვენი არსებობით მილამაზებთ ცხოვრებას და ალამაზებთ სამყაროს!

„შეხედეთ ცხოვრებას ლამაზი თვალებით...
იგრძენით სიცოცხლის ყოველი წუთები,
თუ ხვდებით, ძლიერმა იარეთ ღირსებით
სამყაროს ძალიან, ძალიან უხდებით!!!“

... აქვე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, მ შ ო ბ ლ ე ბ ო, (II და II კლასის) ერთად/დისტანციურად გატარებული სამი თვისთვის. მხარში დგომისთვის და სიყვარულისთვის! რომ არა თქვენი თანადგომა და ჩართულობა, ეს სამი თვე (ონლაინ გაკვეთილები) არ იქნებოდა ასეთი ნაყოფიერი და წარმატებული! 
მიიღეთ ეს მცირედი სამახსოვრო ჩემგან დიდი სიყვარულის და პატივისცემის აღსანიშნავად!
მადლობა! მადლობა! მადლობა!
მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!“-წერს პედაგოგი ლედი ელიაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება