| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს: გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, მე-11 კლასი) აბსოლუტური შედეგი აჩვენა, ორი ტურის შემდეგ ჯამში 600 შესაძლებლიდან 600 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ალექსანდრე ხოხიაშვილმა და ვანო გამეზარდაშვილმა (კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლის მე-11 კლასელები) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მესამედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და წინა წლებში, ორივეჯერ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღო. წელს კი წინა წლებში მიღწეული შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესა და ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მანდარია და თანალიდერი პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ