| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დარჩი სახლში“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერი გიმნაზიის მოსწავლეებმა თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ მოგივიწოდეს ყველას, რომ დავრჩეთ სახლში.
„ახალმა კორონავირუსმა ე.წ. (COVID-19) მსოფლიო სულ სხვა რეალობაში აღმოაჩინა. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის სწორი მართვისთვის მთავრობის მითითებითა და გადაწყვეტილებით სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.
წყალტუბოს სასულიერი გიმნაზიის მოსწავლე-ახალგაზრდობა (III -IV - V -VI -VII კლასები) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დისტანციური გაკვეთილებზე (მასწავლებელი ქ,ქუთათელაძე) აქტიურად ჩაებნენ კამპანიაში - „დარჩი სახლში“. მათ შექმნეს სხვადასხვა სახის ნახატები, რომელთა საშუალებითაც აღწერეს თავისი შეხედულებები დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას - „ჩვენ ვრჩებით სახლში-დარჩით თქვენც“, რათა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
სახლში დარჩენა ის მინიმალური წვლილია, რომლის შეტანაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
#დარჩითსახლში
#Covid19
#ჩვენდავამარცხებთვირუსს
#ყველაფერიკარგადიქნება“,-ნათქვამია გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ