სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამ რთულ ეტაპზე დახმარება მხოლოდ სახლში დარჩენა და სწავლა-სწავლების მეთოდების დახვეწაა“-თელავის N9 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
27-03-2020
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ყველა კლასი ჩართულია „თიმსის“ პლატფორმაზე.

„დღვანდელი მდგომარეობა ასეთია, სკოლის ყველა კლასი ჩართულია „თიმსის“ პლატფორმაზე. მასწავლებლები მზად არიან მის გამოსაყენებლად. მხოლოდ იმ კლასებში ხდება დროებით თავის შეკავება, სადაც მოსწავლეებს, თუნდაც ერთს მაინც, აქტიური წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან ან კომპიუტერულ ტექნიკასთან ტექნიკური ხარვეზების გამო.  

ასეთი მოსწავლეები მშობლების მობილურიდან ცდილობენ კლასთან შემოერთებას, რაც რთულია მათთვის, ეკონომიურად წამგებიანი. ასეთ კლასებში გამოიყენება კლასის დამრიგებლების მიერ შექმნილ ჯგუფებში შეტყობინების სახით დავალებების გადაგზავნა და კომენტარებით კონსულტაციების მიღება. 

აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ EMIS-ს პროგრამისტთა ჯგუფს, ვინც ამ ეტაპზე ასე თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენთვის: მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის. ყოველდღიურად, რამის ყოველ საათს ვხედავთ, მართვის  საინფორმაციო სისტემის განახლებულ, გაუმჯობესებულ სერვისებს:  კლასების შექმნა, მოსწავლეთა ელ.ფოსტების დამატება ბაზებში, ინტერნეტკავშირის გაუმჯობესებაზე ზრუნვა...  აღფრთოვანებულები ვართ მათი პროფესიონალიზმით. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თქვენი დახმარებით EMIS-ის ამ ჯგუფს. მათი საქმიანობა დაფასდება, რადგან ვხედავთ ამ გამოწვევების წინაშე რა თამამ ნაბიჯებს დგამენ ჩვენი სკოლების საკეთილდღეოდ! კიდევ ერთხელ მადლობა მათ და მადლობა თქვენ, რომ ჩვენი სკოლით დაინტერესდით. 

და რაც მთავარია, უღრმესი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ რთულ პირობებში ყველა ოჯახის მდგომარეობა რომ გაითვალისწინა და სატელევიზიო გაკვეთილები შემოგვთავაზა. ეს ინფორმაცია ყველა ბავშვამდე, მშობლამდე უკვე მივიტანეთ და ორშაბათს დიდი ინტერესით ველით სატელევიზიო გაკვეთილებს!

გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველას. გვჯერა სულ მალე დავამარცხებთ კორონავირუს და მის გამო შექმნილ სირთულეებსაც ისტორიას გადავულოცავთ. გვჯერა ჩვენი ექიმების, ჩვენი მთავრობის სწორად გადადგმული ნაბიჯების, ვენდობით მათ ! უღრმესი მადლობა მთავრობას და ყველა იმ სტრუქტურას, ვინ მათი მეთაურობით ასე ეფექტურად ცდილობს ჩვენ დაცვას ყველა სფეროში. ჩვენი მხრიდან კი ამ რთულ ეტაპზე მათთვის დახმარება მხოლოდ ჩვენი სახლში დარჩენაა და სწავლა-სწავლების მეთოდების დახვეწა. ჩვენ ვრჩებით სახლში! ჩვენ ვსწავლობთ ვირტუალურად“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება