სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვცდილობთ, შევქმნათ საინტერესო რესურსები“ - ახალციხის N4 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
25-03-2020
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მართალია, მასწავლებლებისთვის ონლაინ-გაკვეთილები სიახლეა, თუმცა მარტივად გაართვეს თავი ახალ გამოწვევას, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობას.

„Teams-ის პროგრამით დისტანციური სწავლება არის ერთგვარი სიახლე ჩვენი სკოლისთვის და ამავდროულად სახალისო სამუშაო მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვისაც. როგორც სხვა ყველაფერს, ამ პროგრამაში მუშაობასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

თავიდან, სანამ გავერკვეოდით, წავაწყდით არაერთ სირთულეს, მაგრამ შემდეგ კოლეგები ერთმანეთთან კავშირით მარტივად ვაგვარებდით შექმნილ პრობლემას.  რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაში, საწყის ეტაპზე, იქნება არაერთი ხარვეზი დაშვებული,  რადგან ჩვენ არ გაგვივლია აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის ტრენინგი, თუმცა ჩვენმა სამინისტრომ უყურადღებოდ არ დაგვტოვა და დეტალურად გაწერილი ვიდეომასალა მოგვაწოდა, რამაც ძალიან შეგვიწყო ხელი. 

ამ ყოველივეს დახმარებით და ჩვენი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ურთიერთობის  გამოცდილებიდან გამომდინარე ვცდილობთ, შევქმნათ საინტერესო რესურსები, მოვიძიოთ შესაბამისი ვიდეომასალა და გადავუგზავნოთ მოსწავლეებს. ჩავერთოთ ონლაინ რეჟიმში  და ჩავატაროთ გაკვეთილები. მსგავსი ტიპის დავალებები მათთვის საინტერესოა, დისტანციური სწავლება კი სიახლეა. მოსწავლეებისათვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა დისტანციური მუშაობა, რომ სურვილიც კი გაუჩნდათ კვირაში ერთი დღე სკოლის დროსაც კი ჩაუტარდეთ ამ ტიპის გაკვეთილები.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იყო დროული ნაბიჯი და ერთგვარი გამოსავალიც კი. სხვა თუ არაფერი ბავშვების  გამოკეტვა ოთხ კედელში, ცოტა არ იყოს, ძნელია. მეც მყავს სახლში მოსწავლე, რომელიც დიდი ხალისით შეუდგა დავალებების Teams-ში შესრულებას, მან რატომღაც სურვილი გამოთქვა კომპიუტერში შეესრულებინა დავალებები და გადაეგზავნა მასწავლებლისთვის. რა თქმა უნდა, ესეც დადებითი მხარეა, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან თუ დაიწყებენ ამგვარ მუშაობას, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია.

უარყოფით მხარედ კი ვთვლით იმას, რომ ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი მომავალი თაობა და ყველა მოსწავლეს არა აქვს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, მათთან, მართალია, ვამყარებთ კავშირს ისევ ტელეფონის ინტერნეტით.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სახელმწიფო მიზნად დაისახავს ყველა მოსწავლის ინტერნეტით უზრუნველყოფას,რათა ღმერთმა არ ქნას და მსგავს ფორსმაჟორულ მდგომარეობებში ამ პრობლემის წინაშე აღარ დავდგეთ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.  .


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება