სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„შედეგები მასწავლებლებსაც დაგვეხმარება“ - დირექტორების პასუხები კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა IV-VI კლასებში ტესტირება?
18-02-2020
-
+


Etaloni.ge აქტუალური საგანმანათლებლო საკითხების ირგვლივ სკოლის ლიდერი დირექტორების მოსაზრებების გაცნობას აგრძელებს.

ამჯერად დავინტერესდით როგორ აფასებენ წარმატებული მენეჯერები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ IV და VI კლასებში  დაანონსებულ ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურასა (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).

აბაშის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა სერგია:

„ზოგადად, მე გამოცდებს მხარს ყოველთვის ვუჭერდი და ახლაც  ვუჭერ. გამოცდები ცოდნის შესაფასებლად ძალიან ეფექტურია. ის ნასწავლის ორგანიზებას, შეჯამებასა და შეფასებას უწყობს ხელს, ამიტომ ძალიან მომწონს და ვეთანხმები, რომ IV-VI კლასებში შესაბამისი ტესტირებები ჩატარდეს“.

გარდაბნის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩადუნელი:

„ჩემი აზრით, IV-VI კლასებში ტესტირება საჭიროა, რადგან მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო მობილიზებულები იქნებიან. ეს ბევრ დადებით შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, გამოცდები ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად, საკუთარი ცოდნის გადასამოწმებლად კარგი საშუალებაა“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი:

„გააჩნია რა დონის მოთხოვნები იქნება IV-VI კლასების ტესტირებაზე. გამოცდები ცუდი არ არის, პირიქით, მოსწავლეებს მეტი პასუხიმგებლობა ექნებათ, როცა ეცოდინებათ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში გამოცდა უნდა ჩააბარონ. თუმცა, აუცილებელია,  ტესტირება მოსწავლეთა ასაკობრივი დონის შესაბამისი იყოს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი:

„IV-VI კლასების  ტესტირებები ცუდი არ იქნება. „ნაეკი“ ადრეც ატარებდა ასეთ გამოცდებს. მეტიც, ჩემი აზრით, მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირებისთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება. მათ ეცოდინებათ წლის განმავლობაში ამა თუ იმ საგას როგორ დაძლევენ. მასწავლებელსაც დაეხმარება, შემდგომ მუშაობაში. ამ გამოცდით ბავშვმა განმსაზღვრელი შეფასება რომ მიიღოს, ამის მომხრე არ ვარ, ტესტირება უბრალოდ შემოწმებისთვის უნდა იყოს“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გაბისონია:

„IV-VI კლასებში ტესტირებას დადებითად ვაფასებ იმდენად, რამდენადაც ის მოსწავლეების სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას შუწყობს ხელს. სწავლის მხრივ მოსწავლეები უფრო დაინტერესებულები იქნებიან. ეს დაწყებით საფეხურია და სავალდებულოც არის, რომ მოსწავლე შემდეგ საფეხურზე უფრო მომზადებული გადავიდეს. ჩემი აზრით, ამ გამოცდებს დადებითი შედეგები ექნება და სწავლის ხარისხიც უფრო ამაღლდება. ამ ტესტირებების შედეგები სასწავლო პროცესში მასწავლებლებსაც გამოგვადგება“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივს“ დირექტორი დავით ჯიქია:

„IV-VI კლასებში ტესტირებები მისაღებად მიმაჩნია, რადგან ბავშვები მეტად მობილიზებულები გახდებიან. უფრო მოემზადებიან და ცოდნასაც მეტს შეიძენენ. ვფიქრობ, გამოცდების შედეგები მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში მასწავლებლებსაც დაგვეხმარება, რადგან მეტად გავამახვილებთ ყურადღებას, რას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ძიძიგური:

„ეს ტესტირებები ბავშვებისთვის კარგი იქნება. მათი მოტივაცია გაიზრდება და სწავლის პროცესში უფრო მონდომებულები გახდებიან. ბუნებრივია, პედაგოგების, ჩართულობაც უფრო მეტი იქნება. მართალია ისედაც ჩართულები და მომზადებულები ვართ, მაგრამ უფრო ამაღლდება. გამოცდა ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, ამასთან, საგამოცდო პროცესებს შეეჩვევიან და შემდგომში აღარ გაუჭირდებათ. სტიმული, მოტივაცია და მონდომება უფრო გაუძლიერდებათ“.

იხილეთ:

მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეები 2020 წლის გაზაფხულზე 2 საგანში ტესტირებას ჩააბარებენ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება