სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ვერ მიიღეს სკოლის დირექტორებმა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა მომატებული ხელფასები - განათლების სამინისტროს განმარტება
09-02-2020
-
+


ოქტომბრიდან დირექტორებსა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს 30 პროცენტით უნდა მომატებოდათ ხელფასი, თუმცა ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. როგორც კი საშტატოები დამტკიცდებოდა, დანამატიცა და სხვაობაც ყველას მაშინ უნდა დარიცხვოდა - ასეთი იყო ოფიციალური პასუხი. განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში განგვიმარტეს, რომ 2019 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციების თანამშრომლებს მომატებული ანაზღაურება დაერიცხებოდათ.

თუმცა როგორც ირკვევა, ამ დრომდე ზოგიერთი სკოლის დირექტორს მომატებული ხელფასი არ მიუღია და ბუნებრივია, დავინტერესდით, რა არის ამის მიზეზი.

განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ საშტატოების დამტკიცება და ასევე ყველა მონაცემის გადამოწმება დროში გაიწელა, რის გამოც ვერ მოხდა ხელფასების მომატება.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი დაგვიკონკრეტეს, რომ მიზეზი მხოლოდ ტექნიკური საკითხია, 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლის მონაცემი უნდა გადამოწმებულიყო საშტატოები დამტკიცებულიყო და შესაძლოა, მართლაც დარჩა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაცია ხელფასის მატების გარეშე, თუმცა ესეც დროებითია - როგორც კი ყველა მონაცემი გადამოწმდება, ისინი მაშინვე მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებასაც და ოქტომბრიდან კუთვნილ სხვაობასაც; ხოლო თუკი დამატებითი კითხვები აქვთ და ინფორმაციის დაზუსტება სურთ, დირექტორებს შეუძლიათ, მიმართონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება