სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მგალობელთა გუნდი ქართული საეკლესიო გალობის ფესტივალში მონაწილეობდა
05-02-2020
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მგალობელთა გუნდი ივერონიქართული საეკლესიო გალობის ფესტივალში მონაწილეობდა.

„მიმდინარე წლის 2 თებერვალს, წმ.ექვთიმე კერესელიძის ხსენების დღეს, „სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ჩაატარა ქართული საეკლესიო გალობის ფესტივალი.

ფესტივალში, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ საქართველოში დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სკოლების გუნდებთან ერთად, მონაწილეობდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მგალობელთა გუნდი „ივერონი“, სადაც მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გიმნაზია ხარობს მათი წარმატებით ულოცავს თითოეულ მათგანს მიღწეულ შედეგს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.

დიდ მადლობას ვუხდით ბატონ რევაზ ონიანს გაწეული შრომისთვის!

გიმნაზიის ადმინისტრაცია ასევე ძალიან დიდ მადლობას უხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისა და მონაწილეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის!“-აღნიშნულია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება