| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები 6 თებერვალს გადაეცემათ.
პროგრამის კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და გააგზავნონ რეზიუმე სასურველ ვაკანსიაზე. მცირეკონტიგენტიან სკოლაში დასაქმების შემდეგ კი ისინი ხელფასზე დანამატს მიიღებენ.
პროგრამაში, თავდაპირველად, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე 1 758 მსმენელი ჩაირიცხა. როგორც მასწავლებლის სახლში ამბობენ, კურსის გავლის შემდეგ 50 პირი უკვე დასაქმდა სკოლაში.
„მასწავლებელთა ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:
მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:
1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2. ბიოლოგია და ქიმია
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5. დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ახალი პროექტია, რომლის მთავარი მოთხოვნაა, გადამზადებული კადრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიან სკოლებში წავიდნენ სამუშაოდ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას