სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
30-01-2020
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ნინო როინიშვილის, ხელმძღვანელობით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს.

„მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჰოლოკოსტის თემას არაერთმა სახელგანთქმულმა მხატვარმა, მუსიკოსმა, მწერალმა თუ რეჟისორმა მიუძღვნა მხატვრული ნაწარმოები. წიგნებს შორის, ალბათ, ყველაზე ცნობილია ნაცისტების სისასტიკის უშუალო მსხვერპლის, პატარა ებრაელი გოგონას, "ანა ფრანკის დღიურები", რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზეა თარგმნილი და კაცობრიობის მიერ აღიქმება, როგორც ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი მანიფესტი.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ამონარიდები "ანა ფრანკის დღიურიდან".

პრეზენტაცია დასრულდა იმ იმედით, რომ რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილი მომავალ თაობებს მუდამ ემახსოვრებათ, რომ მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორდეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი მოწოდებულ ინფორმაციაში.

„ჰოლოკოსტი“ ბერძნული სიტყვაა და „სრულიად დაწვას“ ნიშნავს. დღესდღეობით დამკვიდრებული მნიშვნელობით ეს ცნება 1910-იანი წლებიდან გამოიყენება. ამ დროიდან პოლიტიკოსები და ისტორიკოსები „ჰოლოკოსტით” აღნიშნავდნენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებას და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივ დარბევას. 1942 წლიდან კი, ფართო გაგებით, ამ სიტყვით აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი.

ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება