სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლა

წრომის სკოლის მეოთხეკლასელთა ''უჩვეულო გამოსაშვები გაკვეთილი''
21-06-2017
-
+


საინტერესოდ დაასრულა წრომის სკოლის მეოთხე კლასმა ოთხწლიანი სწავლება დაწყებით კლასებში. 

სკოლაში 15 ივნისს ''უჩვეულო გაკვეთილი'' ჩატარდა, რომლის თემაც იყო ''ამ მადლიან მადლითვის, გმადლობთ მასწავლებელო!''

გაკვეთილი უჩვეულო იმით იყო, რომ მას არა მასწავლებელი, არამედ მოსწავლე ატარდება და ამასთან, განვლილი ოთხი წლის შეჯამებასა და პირველი მასწავლებლისადმი მადლიერების გამოხატვას ისახავდა მიზნად. 

მეოთხეკლასელმა მარიამ სულეიმანაშვილმა აქტიურად და საინტერესოდ წარმართა საგაკვეთილო პროცესი. ერთმანეთს ენაცვლებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: მოგონებები, თხზულებები, ლექსები, სიმღერები, ცეკვები. მოსწავლეები სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ პირველი მასწავლებლის ლალი სარალიძის მიმართ.

''გაკვეთილის მიზანი იყო დაწყებით კლასებში ნასწავლი უნარების გამოყენება. მოსწავლეებმა ძალიან კარგად შეძლეს ამ ყველაფრის წარმოჩენა, იმის, რასაც მთელი ოთხი წელი ვაკეთებდით ერთად. სიხარულს თან ახლდა ემოცია, ნაღველი. გაკვეთილის კულმინაცია იყო პატარების თხოვნა: ''რადგანაც მთელი ამ წლების განმავლობაში სასწავლო დღეს ვიწყებდით ჩახუტებით, დღეს, თქვენთან საგაკვეთილო შეხვედრის ბოლო დღეს, კვლავ ჩავეხუტოთ ერთმანეთს'' - მოულოდნელი და თბილი თხოვნის შესრულებას ცრემლებიც ახლდა თან,'' - აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა ლალი სარალიძემ.

ლალი მასწავლებელმა პატარებს წაუკითხა ლექსი, რითაც კიდევ ერთხელ მოეფერა მათ. გაკვეთილის ბოლოს მან მოსწავლეებს სამახსოვრო ალბომები და სიგელები გადასცა სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებისათვის: მარიამ სულეიმანაშვილი ''წარჩინებული სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის'' დაჯილდოვდა, დავით ბასიშვილი - ''წარმატებული სწავლისა და სკოლის გარეშე ღონისძიებებში აქტიური ჩართვისათვის'', თამარ გაგნიძე - ''სასკოლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის'', საბა ახალკაცმა გაიმარჯვა ნომინაციაში - ''ყველაზე აქტიური და პოზიტიური''.

ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს იყო ინოვაციური გამოსაშვები გაკვეთილი, რომელიც მაღალ შეფასებას იმახურებს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნანული პაპუაშვილი, მასწავლებლები და მშობლები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება