სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე მაია ომანაძე ბლოგების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
29-01-2020
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაია ომანაძე ბლოგების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ბლოგების კონკურსი - „თავისუფალი თემა“ 19 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. 

კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. კონკურსის ჩატარება უზრუნველყო ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებამ.

ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მოიკვლიეს საინტერესო ისტორიები, ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა და ყველაფერი ეს ბლოგის სახით წარმოადგინეს. კომისიაზე ბლოგების ავტორებმა თავად გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, მოკვლეული, მრავალფეროვანი აქტივობებით ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი უნარების განვითარება, რაც ახალგაზრდებს შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად გამოცდილებას შესძენს.

დროებითმა კომისიამ გამოავლინა და  ფულადი თანხით დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული ბლოგი:

I ადგილი - N41 საჯარო სკოლა;
II ადგილი - კერძო სკოლა „პროგრესი“;
III ადგილი - N32 საჯარო სკოლა;

ასევე ფულადი თანხით დაჯილდოვდნენ დროებითი კომისიის მიერ შერჩეული აქტიური ჯგუფები: N1, N7, N19, N21, N23, საჯარო სკოლა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება